ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთავის არტ-პავილიონის გაიხსნა

რუსთავში ძველი კულტურის სახლის ადგილზე ახალი არტ-პავილიონის შენობა აშენდა და გაიხსნა. პროექტის იდეა რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს ეკუთვნის, მისი რესტავრაცია-მოდერნიზაცია კი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

რუსთავის არტ-პავილიონის გაიხსნა
რუსთავის არტ-პავილიონის გაიხსნარუსთავი 2

რუსთავში ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი კულტურის სახლის ადგილზე, არტ-პავილიონის ახალი, თანამედროვე შენობა აშენდა.

კულტურის სახლის სრული რესტავრაცია-მოდერნიზაციის იდეა, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს ეკუთვნის, რომელსაც ფინანსური დახმარება რეგიონული განვითარების ფონდმა გაუწია და ახალი არტ-პავილიონის შესაქმნელად თითქმის 12 მილიონი ლარი დახარჯა.

კულტურის ახალ სახლს, რომელიც ძველის ზუსტი არქიტექტურული ავთენტურობით აშენდა, ახლა 230 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი აქვს რომელიც სრულადაა აღჭურვილი გახმოვანებისა და განათების თანამედროვე სისტემებით, ორ სართულიან შენობაში ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებისთვის განთავსებულია სარეპეტიციო ოთახებიც.

არტ-პავილიონის ახალი შენობა პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

1948 წელს აშენებული კულტურის სახლი ათეულობით წელი რუსთაველების კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. სწორედ აქ გადიოდა თავის პირველ რეპეტიციებს ლეგენდარული ანსამბლი "სალხინო", რომელიც შემდეგ ანსამბლ "რუსთავად" იქცა, ამავე შენობაში მართავდა რეპეტიციებს იმ პერიოდის ქართული და საბჭოთა ანდერგრაუნდის ერთ-ერთი პიონერი, ანსამბლი "ბერმუხა".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე: სივრცე, სადაც წლების განმავლობაში ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობდა, დღეს ახალი ფუნქციითა და სიცოცხლით უბრუნდება ქალაქსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები