ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ისტორიული ქალაქის პირველი სცენა და შეკრების პირველი ადგილი - რუსთავში ახალი არტ-პავილიონი იხსნება

რუსთავში ძველი კულტურის სახლის ადგილზე ახალი არტ-პავილიონი გაიხსნა, რომლის რესტავრაცია-მოდერნიზაციის იდეა მერს ნინო ლაცაბიძეს ეკუთვნის. პროექტის ღირებულებამ 11 მილიონზე მეტი შეადგინა. განახლებულ სივრცეში სარეპეტიციო სივრცეები, ხმის ჩამწერი სტუდია და საკონცერტო დარბაზები მოეწყო.

ისტორიული ქალაქის პირველი სცენა და შეკრების პირველი ადგილი - რუსთავში ახალი არტ-პავილიონი იხსნება
ისტორიული ქალაქის პირველი სცენა და შეკრების პირველი ადგილი - რუსთავში ახალი არტ-პავილიონი იხსნებარუსთავი 2

ისტორიული ქალაქის პირველი სცენა და შეკრების პირველი ადგილი. ხელოვანთა სახლი რუსთავში ახალ ცხოვრებას იწყებს, რომლის ფუნქცია და შინაარსი სრულად შეიცვალა. სარეპეტიციო სივრცეები, ხმის ჩამწერი პროფესიონალური სტუდია, ღია და დახურული საკონცერტო სივრცე, ამ ყველაფრით თეატრალური წრეები და საკონცერტო დასები ისარგებლებენ. ახალ სივრცეში საუკეთესო პირობებია კლასიკური თუ კლუბური ივენთების ჩასატარებლად.

"მოგონება ქარში" - სწორედ ამ სიმღერის პრემიერა და მუსიკოს მალხაზ ხონელიძის დებიუტი შედგა 34 წლის წინ, ძველი კულტურის სახლის სცენაზე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კი მომღერალი, იმავე სიმღერას არტ პავილიონის გახსნაზე შეასრულებს. მასთან ერთად, ახალ სცენაზე პირველად წარდგებიან ანსამბლი "თუთარჩელა", ჯგუფი "რეგიონი" და სხვა რუსთაველი შემსრულებლები.

მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაარსებული კულტურის სახლი, ერთ დროს რუსთაველების კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო. ის ზუსტად ახალი რუსთავის ასაკისაა. შენობაში არსებული მდგომარეობის გამო ის წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. კულტურის სახლის სრული რესტავრაცია-მოდერნიზაციის იდეა, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს ეკუთვნის.

ახალი "არტ პავილიონი" ძველი შენობის ზუსტი არქიტექტურით აშენდა. პროექტის ღირებულებამ კი 11 მილიონზე მეტი შეადგინა. რუსთავში აცხადებენ, რომ ახალი სივრცე ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.