პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე887 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე"ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძე მათი პარტიის წევრი არ არის - ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი 2024 წლის ენმ-ს საარჩევნო სიაში მანჯგალაძე მე-18 ნომრად ირიცხება887 ჩანაწერი · 13 მედია

რატი იონათამიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტურული ოპოზიციის ლუსტრაცია ხდება, აღიარებას ახდენენ, რატომ არიან ანტიკონსტიტუციური ძალები, ყველაფერთან ერთად ინტელექტშიც ძალიან უჭირთ

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

რატი იონათამიშვილის მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის „ლუსტრაცია ხდება“, რაც მის ანტიკონსტიტუციურობას ადასტურებს და სასამართლოში წარდგენილ არგუმენტებს ამყარებს.

რატი იონათამიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტურული ოპოზიციის ლუსტრაცია ხდება, აღიარებას ახდენენ, რატომ არიან ანტიკონსტიტუციური ძალები, ყველაფერთან ერთად ინტელექტშიც ძალიან უჭირთ
პირველი არხი

საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტურული ოპოზიციის ლუსტრაცია ხდება, რადგან, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას იძლევიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ორი დღის განმავლობაში მიმდინარე საჯარო და გამჭვირვალე პროცესი ამყარებს საკითხებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს.

„ვინმეს თუ კიდევ ეპარებოდა ეჭვი, რომ კვალიფიკაციის მიღმა არიან, ამ პროცესმა ზუსტად აჩვენა, ყველაფერთან ერთად, ინტელექტუალურ პოტენციალშიც ძალიან უჭირთ. მეორე მხრივ, ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობენ, საზოგადოებაში მათ საწინააღმდეგოდ აღიქმება. ეს ყველაფერი ამ მხრივაც საინტერესოა, რადგან აღიარებას ახდენენ, რატომ არიან ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ძალა. ფაქტია, ამან კიდევ უფრო მეტად გაამყარა საფუძვლები, რის გამოც ხალხის დაკვეთით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვართ. დანარჩენი, საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული. ვფიქრობთ, ამ ორი დღის განმავლობაში პროცესი, რაც საჯარო და გამჭვირვალეა, კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ასაბუთებს იმ საკითხებს, რაც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგინეთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატი იონათამიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მხოლოდ ემსახურება იმას, რომ უსამშობლო აგენტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები