ევროპული ინტეგრაციის მავნე დოგმისგან საბოლოოდ გათავისუფლება და ქვეყნის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა არის ერთადერთი რეალისტური გზა - "ნეიტრალური საქართველო"
„ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელ ვატო შაქარაშვილის განცხადებით, ევროკომისიასთან ურთიერთობა სრულად უნდა გაწყდეს და ქვეყნის ერთადერთი რეალისტური გზა ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფაა.
"ნეიტრალური საქართველო" საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ საგამოძიებო მასალებს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკომისიისა და სოროსის ფონდების მხრიდან ევროპაში მიმდინარე არეულობების დაფინანსება აჩვენებს, რომ ბრიუსელი საკუთარ კონტინენტზე დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს სცენარი საქართველოსთვის ნაცნობია და ქვეყნის ინტერესების დასაცავად ერთადერთ გზას სრული ნეიტრალიტეტი წარმოადგენს.
"საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ევროკომისია, ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ინსტიტუტი, საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ხუთ ორგანიზაციას პირდაპირ აფინანსებდა. საინტერესოა, რომ აღნიშნულ ხუთ ორგანიზაციას არა მხოლოდ ევროკომისია, არამედ სოროსის ფონდიც აფინანსებდა.
ევროკომისია გამოყოფს 38 მილიონ ევროს საქართველოში ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. სინამდვილეში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელის ღია და პირდაპირი დაფინანსება. აღნიშნული სცენარი ჩვენ ჩანასახშივე უნდა აღვკვეთოთ. არა თუ deep state-ის მორჩილი ევრობიუროკრატების არც ერთი მოთხოვნა თუ დირექტივა არ უნდა გავითვალისწინოთ, არამედ მათთან ურთიერთობა საერთოდ უნდა გავწყვიტოთ.
მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია ხელისუფლების ილუზია, თითქოს ბრიუსელთან ურთიერთობის შენარჩუნებით, ან ე.წ. გადატვირთვის ლოდინით რაიმე შეიცვლება.
მაშინ, როდესაც ევროკომისია ევროპის კონტინენტის ეკონომიკურ, ღირებულებით თუ ფიზიკურ ნგრევას აწერს ხელს, დაუშვებელია საქართველომ აღნიშნულ ინსტიტუტთან კავშირები განაგრძოს.
დროულად უნდა გავიაზროთ, რომ ევროპული ინტეგრაციის მავნე დოგმისგან საბოლოოდ გათავისუფლება და ქვეყნის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა არის ერთადერთი რეალისტური გზა საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად",- განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიავატო შაქარიშვილი – ევროკომისია ევროპის კონტინენტის ეკონომიკურ, ღირებულებით თუ ფიზიკურ ნგრევას აწერს ხელს, ასეთ დროს დაუშვებელია, საქართველომ აღნიშნულ ინსტიტუტთან კავშირები განაგრძოს
“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”: „ევროპის ღრმა კრიზისების უკან „დიფ სთეითს“ სრულად დაქვემდებარებული ბიუროკრატია დგას, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს ცალკეული სახელმწიფოების სუვერენიტეტს, შლის ქვეყნების იდენტობას და მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…