ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საზოგადოების ყოველ წევრს აქვს შესაძლებლობა თავად გააკეთოს დასკვნები, რეალურად, რა ძალის წინააღმდეგ გვაქვს შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი - გიორგი კახიანი

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვისქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი კახიანის მტკიცებით, ოპონენტები ქვეყნის გარედან მართული ძალაა და მათ სასამართლოს წინაშე წარსადგენად სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ.

უკვე ერთი საათია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. მოსამართლეთა კოლეგია კვლავ ნიკა გვარამიას უსმენს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლები, ახსნა-განმარტების ეტაპზე, საკუთარი პოზიციების წარდგენას დღესაც განაგრძობენ.

ოპოზიციის მოსაზრებებსა და ბრალდებებს უარგუმენტოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი."ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გვარამია აკრიტიკებს ხელისუფლებას, თუმცა კონკრეტულად არაფერს ამბობს სარჩელში მისი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე.

"ახალის" ლიდერი მოსამართლეების მისამართით სანქციებითაც იმუქრება და ამტკიცებს, რომ პარტიების გაუქმება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას გამოიწვევს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს ოპონენტები რაიმეს სამართლებრივად დასაბუთებულს წარუდგენენ სასამართლოს.

"არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაიმეს დასაბუთებულს წარმოუდგენენ დღეს ისინი სასამართლოს, იმიტომ, რომ ეგეთი არგუმენტები არც არსებობს.

ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი არის საჯარო, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების ყოველ წევრს აქვს შესაძლებლობა, რომ თავად გააკეთოს დასკვნები და შეფასებები რეალურად, რა ძალის წინააღმდეგ გვაქვს ჩვენ შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი და ამ ხნის განმავლობაში, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ერთი რამე, პირველ რიგში, ისინი არიან ერთიანი ძალა, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისათვის," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი კახიანი ოპოზიციაზე - არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმეს სამართლებრივად დასაბუთებულად წარმოუდგენენ, რადგან ასეთი არგუმენტები არც არსებობს - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს კონსტიტუციური წყობილებისთვის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები