ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძმებ ფეიქრიშვილების დედა - ბატონო ბიძინა და მთავრობავ, რატომ მოიყვანა ქვეყანაში მდინარაძემ ყიფიანი? მიჰყევით ქრონოლოგიას, ნუ გაუფრთხილდებით „პაგონიან“ კრიმინალებს - იგეგმებოდა ბუნტი ციხეში, ჩემი შვილების გამოყენებით უნდა მომხდარიყო ეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

დაკავებული ძმების დედა ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ პოლიციის მიერ დალუქული ტელეფონები დამნაშავეთა ხელში აღმოჩნდა და ციხეში ბუნტი იგეგმებოდა. იგი ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს საქმის ობიექტური გამოძიებისა და „პაგონიანი კრიმინალების“ დასჯისკენ მოუწოდებს.

ძმებ ფეიქრიშვილების დედა - ბატონო ბიძინა და მთავრობავ, რატომ მოიყვანა ქვეყანაში მდინარაძემ ყიფიანი? მიჰყევით ქრონოლოგიას, ნუ გაუფრთხილდებით „პაგონიან“ კრიმინალებს - იგეგმებოდა ბუნტი ციხეში, ჩემი შვილების გამოყენებით უნდა მომხდარიყო ეს
ძმებ ფეიქრიშვილების დედა - ბატონო ბიძინა და მთავრობავ, რატომ მოიყვანა ქვეყანაში მდინარაძემ ყიფიანი? მიჰყევით ქრონოლოგიას, ნუ გაუფრთხილდებით „პაგონიან“ კრიმინალებს - იგეგმებოდა ბუნტი ციხეში, ჩემი შვილების გამოყენებით უნდა მომხდარიყო ესინტერპრესნიუსი

საიდან მოხდა ჩემი შვილიშვილის, ნიკო ფეიქრიშვილის და დავით ფეიქრიშვილის ტელეფონები, რომლებიც იყო დალუქულ მდგომარეობაში გამომძიებელთან, ამ დამნაშავეების ხელში? იყო ლაპარაკი, „ეს გახსენი, ის გახსენი, ეს გვაჩვენე“ - ბატონო ბიძინა და მთავრობავ, თქვენ ხსნით სუს-ის ხან ერთ, ხან მეორე უფროსს, მაგრამ უნდა დაიწყოთ შიგნით ამ გახრწნილი და ყველაფერზე წამსვლელი კადრებით. უნდა დაიწყოთ იქიდან, რატომ მოიყვანა ამ ქვეყანაში მდინარაძემ ვატო ყიფიანი? მიჰყევით ქრონოლოგიას- ეს განცხადება ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც დედამ აღნიშნა, ის არ ითხოვს მისი შვილების პატიმრობიდან გათავისუფლებას და მათი დამნაშავეობა/უდანაშაულობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება უშუალოდ მობილურ ტელეფონებს, ნინო აბრამიშვილის განმარტებით, ისინი პოლიციამ დავით ფეიქრიშვილის საცხოვრებელი სახლიდან გამოძიებას ეტაპზე ამოიღო და დალუქულ მდგომარეობაში სამართალდამცველებს ჰქონდათ, ამიტომ, ნინო ფეიქრიშვილი სვამს შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა „დალუქულ მდგომარეობაში ტელეფონი დამნაშავეების ხელში“.

„სპეცოპერაცია 22 სექტემბერს დაიწყო, როცა დაიჭირეს ჩემი შვილები და წარუდგინეს მძიმე ბრალდება. შემდეგ დაიჭირეს [ვატო] ყიფიანი და მოეწყო მთელი ეს ცირკი. მე როგორც დავფიქრდი და მივხვდი, ეს დიდი დანაშაულებრივი ჯგუფი აპირებდა ამ ქვეყანაში დიდი დესტაბილიზაციის გაჩენას. უნდა მომხდარიყო ბუნტი ციხეში. 2012 წლამდე ბევრი ასეთი რამ მოხდა ციხეში და ის მთავრობა გადადგა და მოხვედით თქვენ. მივმართავ ბატონ ბიძინას: ბატონო ბიძინა, თქვენ ვერ დარჩებით კულუარებში იმიტომ, რომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიმართლე დამტკიცდეს, არამედ იმიტომაც, რომ თქვენკენ და თქვენი ოჯახისკენ გაშვერილი თითები და იმ ჩირქის მოცხება მოისპოს. ეს არის დიდი დანაშაულებრივი ჯგუფი.

საიდან მოხდა ჩემი შვილიშვილის, ნიკო ფეიქრიშვილის და დავით ფეიქრიშვილის ტელეფონები, რომლებიც იყო დალუქულ მდგომარეობაში გამომძიებელთან, ამაზე რას გვიპასუხებს პროკურორი და ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი, როგორ მოხვდა ამ დამნაშავეების ხელში, როლებიც ამ ტელეფონით აჩვენებდნენ ჩემს შვილს და ეს ზუსტად ის ტელეფონებია - იყო ლაპარაკი, „ეს გახსენი, ის გახსენი, ეს გვაჩვენე“. ბატონო ბიძინა, ჩემი შვილების და ჩვენი ოჯახისკენ გაშვერილი ხელების გამოყენებით უნდა მომხდარიყო ეს, სახელმწიფო გადატრიალება იქნებოდა, თუ ძალიან დიდი არეულობა.

ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მე ვერ დამაკმაყოფილებს ბატონი პაატა სალიას გამოსვლა, რომელიც დუმდა ათი დღე. მე-11 დღეს პენიტენციურ სისტემაზე ქება-დიდებით ბევრი ილაპარაკა და მხოლოდ გაკვრით გამოვიდა მთავარ საკითხზე. გასაგებია ჩემთვის. ყარს პენიტენციური სისტემა, ყარს სუს-ი.

ბატონო ბიძინა და მთავრობავ, თქვენ ხსნით სუს-ის ხან ერთ, ხან მეორე უფროსს, მაგრამ უნდა დაიწყოთ შიგნით გახრწნილი და ყველაფერზე წამსვლელი კადრებით. უნდა დაიწყოთ იქიდან, რატომ მოიყვანა ამ ქვეყანაში მდინარაძემ ვატო ყიფიანი, მიჰყევით ქრონოლოგიას, ეს თქვენ უფრო შეგიძლიათ. მე, დედას შემიძლია წვიმაში და ქარში ვიდგე და ვიდგები იმისთვის, რომ დავიცვა ჩემი ოჯახი და შვილები, მაგრამ ამ ქვეყანაში ჩემს შვილებს რომ დაუძახებენ კრიმინალს, მაშინ ყველა კრიმინალის სახელი უნდა დასახელდეს. ნუ გაუფრთხილდებით „პაგონიან“ კრიმინალებს.

საკანში ჰქონდათ შეტანილი სპეციალური აპარატურა, რომელიც იყო დაყენებული ფანჯარაზე, რადგან ციხეში არ არის ინტერნეტი, ამ აპარატურის მეშვეობით ხდებოდა ეს სადისტური ზეწოლა, ცემა და სადისტური მოპყრობა“,- განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დალუქულ მდგომარეობაში ტელეფონი დამნაშავეების ხელში“
ნინო ფეიქრიშვილი
„ეს გახსენი, ის გახსენი, ეს გვაჩვენე“
„სპეცოპერაცია 22 სექტემბერს დაიწყო, როცა დაიჭირეს ჩემი შვილები და წარუდგინეს მძიმე ბრალდება. შემდეგ დაიჭირეს [ვატო] ყიფიანი და მოეწყო მთელი ეს ცირკი. მე როგორც დავფიქრდი და მივხვდი, ეს დიდი დანაშაულებრივი ჯგუფი აპირებდა ამ ქვეყანაში დიდი დესტაბილიზაციის გაჩენას. უნდა მომხდარიყო ბუნტი ციხეში. 2012 წლამდე ბევრი ასეთი რამ მოხდა ციხეში და ის მთავრობა გადადგა და მოხვედით თქვენ. მივმართავ ბატონ ბიძინას: ბატონო ბიძინა, თქვენ ვერ დარჩებით კულუარებში იმიტომ, რომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიმართლე დამტკიცდეს, არამედ იმიტომაც, რომ თქვენკენ და თქვენი ოჯახისკენ გაშვერილი თითები და იმ ჩირქის მოცხება მოისპოს. ეს არის დიდი დანაშაულებრივი ჯგუფი. საიდან მოხდა ჩემი შვილიშვილის, ნიკო ფეიქრიშვილის და დავით ფეიქრიშვილის ტელეფონები, რომლებიც იყო დალუქულ მდგომარეობაში გამომძიებელთან, ამაზე რას გვიპასუხებს პროკურორი და ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი, როგორ მოხვდა ამ დამნაშავეების ხელში, როლებიც ამ ტელეფონით აჩვენებდნენ ჩემს შვილს და ეს ზუსტად ის ტელეფონებია - იყო ლაპარაკი, „ეს გახსენი, ის გახსენი, ეს გვაჩვენე“. ბატონო ბიძინა, ჩემი შვილების და ჩვენი ოჯახისკენ გაშვერილი ხელების გამოყენებით უნდა მომხდარიყო ეს, სახელმწიფო გადატრიალება იქნებოდა, თუ ძალიან დიდი არეულობა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მე ვერ დამაკმაყოფილებს ბატონი პაატა სალიას გამოსვლა, რომელიც დუმდა ათი დღე. მე-11 დღეს პენიტენციურ სისტემაზე ქება-დიდებით ბევრი ილაპარაკა და მხოლოდ გაკვრით გამოვიდა მთავარ საკითხზე. გასაგებია ჩემთვის. ყარს პენიტენციური სისტემა, ყარს სუს-ი. ბატონო ბიძინა და მთავრობავ, თქვენ ხსნით სუს-ის ხან ერთ, ხან მეორე უფროსს, მაგრამ უნდა დაიწყოთ შიგნით გახრწნილი და ყველაფერზე წამსვლელი კადრებით. უნდა დაიწყოთ იქიდან, რატომ მოიყვანა ამ ქვეყანაში მდინარაძემ ვატო ყიფიანი, მიჰყევით ქრონოლოგიას, ეს თქვენ უფრო შეგიძლიათ. მე, დედას შემიძლია წვიმაში და ქარში ვიდგე და ვიდგები იმისთვის, რომ დავიცვა ჩემი ოჯახი და შვილები, მაგრამ ამ ქვეყანაში ჩემს შვილებს რომ დაუძახებენ კრიმინალს, მაშინ ყველა კრიმინალის სახელი უნდა დასახელდეს. ნუ გაუფრთხილდებით „პაგონიან“ კრიმინალებს. საკანში ჰქონდათ შეტანილი სპეციალური აპარატურა, რომელიც იყო დაყენებული ფანჯარაზე, რადგან ციხეში არ არის ინტერნეტი, ამ აპარატურის მეშვეობით ხდებოდა ეს სადისტური ზეწოლა, ცემა და სადისტური მოპყრობა“
ნინო აბრამიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფეიქრიშვილების დედის პასუხი პაატა სალიასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები