ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას - ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ კრიმინალური ავტორიტეტები მისი შვილისგან ტელეფონის პაროლს ითხოვდნენ და მას აწამებენ.

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას - ფეიქრიშვილის დედა
ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას - ფეიქრიშვილის დედაTV პირველი

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ნინო აბრამიშვილი ამბობს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მისი შვილისგან ტელეფონის პაროლს ითხოვდნენ.

ქალი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მობილური ვიღაცაზე კომპრომატს ინახავს:

ვერ გაუხსნია გამოძიებას ტელეფონი და პაროლებს ითხოვდნენ, რაღაც ტელეფონსი გახსნა უნდათ, არ ვიცი, რისი პოვნა უნდათ, ამის გამო ჰყავთ წამებაში. არვიცი, რა ინფორმცია იყოს ამ ტელეფონში, ვინც ეძებს ეტყობა იმან იცის. ეტყობა, ისეთი კომპრომანტია, რომ შესძრავს ამ ქვეყანას. მე მაინტერესებს, რა პასუხს მაძლევს მე მთავრობა. რომ ვიცოდე ვის წინააღმდეგ შეიძლება იყოს კომპრომატი ტელეფონში, ნამდვიალდ გავაჟღერებდი, იმიტომ, რომ მე დასაკარგი არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ დათუნა იმ ციხიდან ჯანმრთელი არ გამოივა.

მე არ ვიცი რა მხოდება ხვალ, ზეგ. ამასაც ახლა რომ ვამბობ, შეიძება გოგას სცემენ. მე არაფერი გარანტია არ მაქვს, ციხე გარანტია არ ყოფილა თურმე. მე ბევრი მთავრობა გამოვიარე, მაგრამ ასეთი რამს აქართველსო არ ახოვს, რომ კანონიერი ქურდები შევიდნენ კამერაში რაზბორკაზე. არვიცი, ვატო ყიფიანს რომელმა ქურდმა უნდა სცეს პატივი,. არანაირ წესებში არ ჯდება. არაფერში ჯდება პატიმარს შეუვარდე და აწამო 5 კაცმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჩემს შვილებს რამე რომ მოუვიდეთ, ეს თქვენი ბოლო იქნება – ფეიქრიშვილების დედა ხელისუფლებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები