ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში, ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, გამოძიება კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია
მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულიაინტერპრესნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათ ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობომარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
  2. TV პირველიოპოზიციურიდააკავეს პირი, რომელმაც მარნეულში, ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრა
  3. იმედინიუსისამთავრობოპოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
  4. ალიაოპოზიციურიმარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია
  5. ფორმულაოპოზიციურიმარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბრალდებული ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ ქალი მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა - შსს-მ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები