პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
მარნეულში მაღაზიაში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას კაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ
მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი კაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით
კლინიკაში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
დააკავეს პირი, რომელმაც მარნეულში, ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრა
მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია
მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია
მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…