ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესპანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სარკინიგზო ავარია კომპიუტერული სისტემის გაუმართაობის შემდეგ დაშვებულმა ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია

ესპანეთში მატარებლების შეჯახებას, რასაც სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა, მადრიდში შეტაკებები და აქცია მოჰყვა. პროფკავშირი ტრანსპორტის მინისტრ ოსკარ პუენტეს გადადგომას ითხოვს, რომლის თქმითაც, ავარია სისტემის გაუმართაობის შემდეგ დისპეტჩერის მცდარმა ბრძანებამ გამოიწვია.

ესპანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სარკინიგზო ავარია კომპიუტერული სისტემის გაუმართაობის შემდეგ დაშვებულმა ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია
ესპანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სარკინიგზო ავარია კომპიუტერული სისტემის გაუმართაობის შემდეგ დაშვებულმა ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვიაინტერპრესნიუსი

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

მედიის ინფორმაციით, ღამით მომიტინგეებს, ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ტრანსპორტის სამინისტროსთან დაახლოებით 500 დემონსტრანტი შეიკრიბა, რომელთაგან ზოგიერთი პოლიციას ბოთლებსა და პიროტექნიკას ესროდა. პოლიციამ შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომიტინგეებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სურათის გვერდით ეჭირათ პლაკატები წარწერით „წადი!“, ზოგიერთს კი პლაკატები წარწერით „კრიმინალები“ ​​და „კორუფცია კლავს“.

ესპანეთის პროფკავშირი CSIF ტრანსპორტის მინისტრ ოსკარ პუენტეს გადადგომას მოითხოვს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ავარია მატარებლის მოძრაობის მართვის დისპეტჩერის მიერ გაცემულმა „აუხსნელმა“ მცდარმა ბრძანებამ გამოიწვია.

მინისტრის განმარტებით, კომპიუტერულმა სისტემურმა გაუმართაობამ მადრიდსა და სევილიას შორის სარკინიგზო ხაზის 63-კილომეტრიან მონაკვეთზე უსაფრთხოების სისტემის მუშაობაში შეფერხება გამოიწვია, რის გამოც ამ მონაკვეთზე ყველა მატარებელი ავტომატურად გაჩერდა. პუენტეს თქმით, ამის შემდეგ ესპანეთის რკინიგზის მართვის სახელმწიფო კომპანია Adif-მა სისტემის მართვა ხელით რეჟიმში გადაიყვანა და ჩქაროსნულ მატარებელს, Renfe-ს, წითელი სიგნალის მიუხედავად, სამხრეთის მიმართულებით, სევილიისკენ მოძრაობის გაგრძელების ნება დართო. მოგვიანებით ეს მატარებელი გაჩერებულ მატარებელს, Iryo-ს, შეეჯახა.

შეგახსნებთ, ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში სარკინიგზო ავარიას სულ მცირე, 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა ოთხშაბათს დილით მოხდა, როდესაც მადრიდიდან სევილიის მიმართულებით მიმავალი მატარებელი რელსებზე გაჩერებულ სხვა მატარებელს შეეჯახა. მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყანაში სამდღიანი გოვა გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომადრიდში, ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან მატარებლების შეჯახების გამო საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც არეულობაში გადაიზარდა
  2. იმედინიუსისამთავრობოEl Mundo: მატარებლების კატასტროფის შემდეგ მადრიდში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახებას სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები