გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სერია A-ს მეცხრე ტურში საბა გოგლიჩიძის „მონცა“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლისთან“ 1:4 დამარცხდა. ქართველი მცველი შესვენებამდე თამაშობდა და ყვითელი ბარათი მიიღო.

სერია A-ს მეცხრე ტურში „მონცამ“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლისთან“ მარცხი განიცადა - 1:4.
მასპინძელთა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ შესვენებამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. იმ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო. ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.4, Flashscore 6.3, Whoscored 6.2.
„მონცამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, 7 ქულით მე-16 ადგილზეა და 31 ოქტომბერს გასვლაზე „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.
მონცა. „U-Power სტადიუმი“
მონცა - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 ჰოილუნი (10), 1:1 ვარელა (43), 1:2 პოლიტანო (48), 1:3 მარინი (62), 1:4 დე ბრუინი (67)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…