ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება

ბათუმის დინამომ საქართველოს თასის ნახევარფინალში გორის დილა ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. გორელებმა ტიტულის დაცვა ვერ შეძლეს, ბათუმელები კი ტურნირის ფინალში მეექვსედ იასპარეზებენ.

მას შემდეგ, რაც "დილა" დამარცხდა ბათუმის "დინამოსთან", გაცხადდა, რომ საქართველოს თასს ახალი პატრონი გამოუჩნდება. გორელებმა ვერ დაიცვეს ტიტული, რომლის მოპოვებასაც ბათუმის "დინამო" და "გაგრა" ეცდებიან.

პირველი ტაიმი "დილამ" მოიგო შეყილაძის ულამაზესი გოლით, მაგრამ განახლდა თუ არ თამაში შესვენების შემდეგ, ბათუმელებმა "ცეცხლი დაანთეს" და მალე წინ გავიდნენ, ხოლო თამაშის ბოლოსკენ მესამე გოლით გაამყარეს უპირატესობა.

ბათუმელები მეექვსედ გავიდნენ თასის ფინალში და დუბლის შანსიც აქვთ. არადა, პირველი წრის შემდეგ ჭიაბრიშვილის გუნდი აუტსაიდერი იყო და თითქოს კარგი არაფერი ელოდა. ის, რასაც დღეს ვხედავთ, სწორი ტრანსფერების და ყველა რგოლის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.

დინამო (ბთ)-დილა 3:1

0:1 შეყილაძე (31), 1:1 კარლსონი (49), 2:1 მაურიდესი (57), 3:1 იმრანი (83)

დინამო: ყალიჩავა, ტურიცოვი, მ. კობახიძე, კარლსონი, ლაკვეხელიანი (კალანდარიშვილი 65), ეშეტიე (იმრანი 46), ალთუნაშვილი, მარა (მილჩენკო 84), პაულო ვიტორი, მაურიდესი (მანდრიჩენკო 70), შენგელია (კირკიტაძე 65)

დილა: კერესელიძე, კიკაბიძე (გოგობერიშვილი 80), არაუჟო, ჯალაღონია, პუკეტი, გ. კობახიძე (ფარულავა 62), სანიანგი (ედჰარტი 80), ანოფი, ზარგარი (მენთეშაშვილი 70), შეყილაძე (მუსელიანი 71), კანტე

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები