პორტუგალიელთა მწვრთნელი: საქართველოში მძიმე მგზავრობა გველოდება, რაც სიგიჟეა
პორტუგალიის კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარიო გომეში საქართველოსთან გასვლით მატჩს ელოდება და მგზავრობის სირთულეს უსვამს ხაზს. მისი თქმით, გუნდი გადაღლილია, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მიზნით ბრძოლას აგრძელებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მესამე ტურში, სახლში უკრაინის 95:90 დამარცხების შემდეგ, კომენტარი პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა მარიო გომეშმა გააკეთა:
„მთავარია მოვიგეთ. ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა. ბევრ გუნდს რთული სიტუაცია აქვს, მაგრამ მხოლოდ საკუთარ შედეგებზე ვართ დამოკიდებული. საქართველოში ბრძოლა გვჭირდება. ვნახოთ, რა იქნება ამ ფანჯრის მერე. თებერვალშიც გავაგრძელებთ მიზნისათვის ბრძოლას.
შესანიშნავი გუნდი გვყავს, ხან კარგად ვთამაშობთ, ხან ცუდად, თუმცა მხარდაჭერას ვიმსახურებთ, ვინაიდან ბოლომდე ვიხარჯებით. ბიჭების მჯერა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათი მწვრთნელი ვარ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფიზიკურად არ გადავიღალეთ, მაგრამ ეს ასე არაა. კალათბურთი ფსიქოლოგიური თამაშია. გადამწყვეტი მენტალიტეტია. ისევე როგორც სხვა ნაკრებებს, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა.
ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოში მძიმე მგზავრობა გველოდება, რაც სიგიჟეა. ტრავმების რისკი არსებობს. მოთამაშეები გადაღლილები არიან, მაგრამ მათ ბრძოლის უნარი და ძლიერი მენტალიტეტი გააჩნიათ“.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა თბილისში 29 ნოემბერს ჩატარდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…