VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში „გაგრამ“ „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა და ისტორიაში მეოთხედ გავიდა ფინალში. გადამწყვეტ მატჩში „გაგრას“ მეტოქე ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის გამარჯვებული იქნება.
"გაგრა" ასე რომ თამაშობდეს ჩემპიონატშიც, მინიმუმ გავარდნის საფრთხე არ დაემუქრებოდა, თუმცა სათასო მატჩებში ასე ხშირად ხდება ხოლმე - გუნდებს სჩვევიათ ერთ რომელიმე მატჩში ყველაფრის გაღება. ასე იყო ამ შემთხვევაშიც.
"რუსთავმა" კი პირველი ტაიმი ჩააგდო, ორი ბურთი გაუშვა და მეორე ნახევარში ანაზღაურება ვეღარ შეძლო. არადა, 84-ე წუთზე პარკაძის ინდივიდუალი მოქმედების შედეგად ანგარიშში სხვაობა შემცირდა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა, თუმცა ამისთვის დრო აღარ ეყო.
ამრიგად, "გაგრა" მეოთხედ გავიდა საქართველოს თასის ფინალში. ოღონდ, თუ ადრე გუნდმა ეს რანგით მეორელიგის სტატუსით მოახერხა, ამჯერად ეს უმაღლეს ლიგაში მყოფმა შეძლო. გაგრელთა მეტოქე გადამწყვეტ მატჩში ბათუმის "დინამოსა" და "დილას" (28 ოქტომბერი, 20 საათი, "ბათუმი არენა") შორის გამარჯვებული იქნება
გაგრა-რუსთავი 2:1
1:0 ნაზაროვი (14), 2:0 ვანდერსონი (30, პენალტით), 2:1 პარკაძე (84)
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჭავჭანიძე, ნაზაროვი, ვანდერსონი, ცინცაძე, ბლიზნიჩენკო (სადღობელაშვილი 90+3), სკრიპნიკი (ჩოჩია 81), ბორჟესი (ხაჩიძე 81), გოშთელიანი (ფეიქრიშვილი 59), ანდეიჩუკი (მუჯირი 59)
რუსთავი: ჯობავა, ანდღულაძე, ფაცაცია (იაკობიძე 78), ოლივეირა, ჩიქოვანი (კაპანაძე 65), უბილავა (სეიხასი 78), გუჯაბიძე (კენიო 46), ნაკანო (პარკაძე 72), ოსეი, კესი, ალმეიდა
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი
მე-80 წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს იაზლი ნაზაროვი (გაგრა)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…