ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სალომე ზურაბიშვილმა "ოცნების" წევრები "თუთიყუშებს" შეადარა

ქართული ოცნება

სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრები „თუთიყუშებს“ შეადარა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ერთნაირი გზავნილები და სოციალურ ქსელებში ბოტების მიერ დაწერილი მოწონებები საზოგადოების განწყობას ვეღარ შეცვლის.

სალომე ზურაბიშვილმა "ოცნების" წევრები "თუთიყუშებს" შეადარა
სალომე ზურაბიშვილმა "ოცნების" წევრები "თუთიყუშებს" შეადარაTV პირველი

სალომე ზურაბიშვილმა "ოცნების" წევრები "თუთიყუშებს" შეადარა - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფბ-ლაივში თქვა, რომ დღეს ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს ერთნაირი მესიჯბოქსი, ზუსტად ერთნაირი სიტყვა და გამოსვლები აქვთ.

ზურაბიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა “მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილ ყალბ ანგარიშებზე, რომლებიც მათი კვლევით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერების პოსტებს იწონებენ.

"ეს დასაწყისში მუშაობდა, ახლა რაც არ უნდა დიდი რაოდენობით ლაიკები დაუსვან კობახიძეს და პაპუაშვილს, არამგონია ეს ცვლიდეს საზოგადოების წარმოდგენას მათზე" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვიცი, რომ ახლა გამოქვეყნდა ზუსტი მონაცემი, რამდენი არიან ეს ბოტები თუ ტროლები. მაგრამ მე მგონია, რომ დიდად აღარ მოქმედებს, რაც არ უნდა დიდი რაოდენობით ლაიკები დაუსვან კობახიძეს და პაპუაშვილს, არამგონია ეს ცვლიდეს საზოგადოების წარმოდგენას მათზე ან მათ გამოსვლებზე. ეს ძალიან პრიმიტიური ფორმა არის, რომელმაც შეიძლება დასაწყისში იმოქმედა, როდესაც ვუყურებდით და ვფიქრობიდთ - ვაიმე რამდენი მხარდამჭერი ჰყოლიათ. დრო აგდის და ხედავ, რა ხდება, ხედავ რომ ერთი მესიჯბოქსი ტრიალებს, რაღაც თემაზე როცა გამოდიან, ყველა ერთი სიტყვით, ერთი თემით გამოდიან, ისიც არ აქვთ, რომ განსხვავებულად დდა დამაჯერებლად მიუდგნენ სხვადასხვა საკითხებს. არ არის დამაჯერებელი, თუთიყუშები რომ გამოდიან აღარავის აღარ სჯერა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს დასაწყისში მუშაობდა, ახლა რაც არ უნდა დიდი რაოდენობით ლაიკები დაუსვან კობახიძეს და პაპუაშვილს, არამგონია ეს ცვლიდეს საზოგადოების წარმოდგენას მათზე“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური წონა არავის აღარ აქვს - სალომე ზურაბიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები