პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური წონა არავის აღარ აქვს - სალომე ზურაბიშვილი

ქართული ოცნება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში საუბრისას განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური წონა არავის აღარ აქვს და რეჟიმი დასრულებულია. მისი თქმით, პარტიაში მხოლოდ გარიგებები, ფულის დარიგება და ერთმანეთის დაბეზღებაა დარჩენილი.

„ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური წონა არავის აღარ აქვს - სალომე ზურაბიშვილი
TV პირველი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს “ქართულ ოცნებაში“ ხდება იმის მანიშნებელია, რომ რეჟიმი დამთავრდა და ახლა უბრალოდ სიკვდილი გრძელდება.

ამის შესახებ მან Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.

მისი თქმით, დარჩა მხოლოდ “გარიგებები, ფულის დარიგებები და ერთმანეთის დაბეზღება.“

„ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური წონა არავის აღარ აქვს. დამთავრდა ეს რეჟიმი, მისი სიკვდილი გრძელდება და შესაძლოა იყოს რაღაც ვადიანი, მაგრამ დღეს ვართ გადასული ამ რაღაც მახინჯ, მანკიერ ფორმატში, სადაც ვერ იტყვი, რომ ვიღაცას აქვს პოლიტიკური წონა, ვიღაცას სჯიან იმიტომ, რომ პოლიტიკური კონკურენტია, ასეთი რამეები აღარ არის. აქ არის მხოლოდ გარიგებები, ფულის დარიგებები და ერთმანეთის დაბეზღება. სხვათაშორის, ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არის იმ პოზაში, რომ სტალინმა არ იცოდა, ყველა დანარჩენი დამნაშვეა, მაგრამ ის არა. ეს არის მათი შიდა, საკმაოდ ბინძური სამზარეულო, ამას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ოცნებამ“ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა - სალომე ზურაბიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები