ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"დიდი ცირკი" უწოდა ზურაბიშვილმა ივანიშვილის მიერ ჩატარებულ პოლიტსაჭოს და უმრავლესობის სხდომებს

ქართული ოცნება

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გამართულ „ქართული ოცნების“ სხდომებს „დიდი ცირკი“ უწოდა და განაცხადა, რომ ყოფილი თანაგუნდელების ციხეში ჩასმა სწორედ ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდა, მმართველი პარტია კი მხარდამჭერებს კარგავს.

"დიდი ცირკი" უწოდა ზურაბიშვილმა ივანიშვილის მიერ ჩატარებულ პოლიტსაჭოს და უმრავლესობის სხდომებს
"დიდი ცირკი" უწოდა ზურაბიშვილმა ივანიშვილის მიერ ჩატარებულ პოლიტსაჭოს და უმრავლესობის სხდომებსTV პირველი

"დიდი ცირკი" ასე უწოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" პოლიტსაჭოს და უმრავლესობის სხდომებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ოცნება" ხვდება, რომ ბოლო დაჭერებმა ის დააზიანა და მხარდამჭერებს კარგავს, შესაბამისად საჭირო გახდა მოქმედება:

თუ წუხს ივანიშვილი, რატომ ჩასვა [ყოფილი თანაგუნდელები] ციხეში? ხომ ცხადია, რომ ეს მისი თანხმობის გარეშე არ მომხდარა. ეს ყველაფერი სწორედ იმავიშვილის ხელდასმით და მისი გადაწყვეტილებით მოხდა, ნაკლებად მჯერა, რომ უცებ გული აუჩუყდა.

"ქართული ოცნება", რომ ამ პროცესმა დააზიანა [ფაქტია] თავისი მხარდამჭერებიც მიხვდნენ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით მიდის. რეჟიმი რომ დასასრულისკენ მიდის, ესეც ძალიან კარგად ჩანს. მათი მხარდამჭერებისთვისაც გაურკვეველია, რატომ არის ყველა ციხეში - რატომ იყო ყველა კორუფციაში გარეული. "ქართული ოცნებისთვის" ეს პრობლემაა, კარგავს მხარდამჭერებს, ეს მათ იციან, რადგან თავისივე კვლევები ამას აჩვენებს. ამიტომ ცდილობენ, რაღაც გაუგებარ მოძრაობებს, რომ ვიღაცას რაღაც დააჯერონ.

და საერთოდ, რა დანიშნულება ჰქონდა დღევანდელ ყრილობას, ხომ ვერ მეტყვით? არ მიმაჩნია, რომ საინტერესო იყოს, მათი შიდა შურისძიება, გადაბრალება, ერთის გამოშვება, მეორეს დაჭერა. ეს არის ერთი დიდი ცირკი, რომ ამას მივაქციოთ ყურადღება და არა იმას, რომ ქვეყანა არის დაკარგვის პირას და აქ რუსეთი შემოდის ყველა მხრიდან

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხვალ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა გაიმართება - რა განცხადებები კეთდება სახელისუფლებო გუნდში. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები