ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალექსანდერ კვაშნევსკი: „ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ“

ალექსანდერ კვაშნევსკის განცხადებით, კომისია მიხეილ ყაველაშვილის ნარკოპოლიტიკისადმი გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით შთაბეჭდილების ქვეშაა. მხარეებმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დაბალანსებულ მიდგომებსა და ახალგაზრდების მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

ალექსანდერ კვაშნევსკი: „ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ“
ალექსანდერ კვაშნევსკი: „ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ“POSTV

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარემ ალექსანდერ კვაშნევსკიმ, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

კვაშნევსკის განცხადებით, შეხვედრა საინტერესო იყო და მასზე განსაკუთრებული ყურადღება ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი და დაბალანსებული მიდგომების შემუშავებას დაეთმო.

„ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის ცოდნითა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა ალექსანდერ კვაშნევსკიმ.

მისივე თქმით, კომისიის მიზანია ნარკოტიკებით ვაჭრობისა და წარმოების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად იმ ადამიანების დახმარებაც, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდნენ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხარდაჭერა.

კვაშნევსკის განცხადებით, კომისიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი მიდგომების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდის პროცესში ოჯახური კავშირებისა და განათლების მნიშვნელობაზე. კვაშნევსკის შეფასებით, ეს საკითხისადმი მნიშვნელოვანი და საქმიანი მიდგომაა.

ალექსანდერ კვაშნევსკისა და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში დღეს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან - ჩვენ ვიბრძოლებთ ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მისი წარმოების წინააღმდეგ, ასევე დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები იყვნენ - ალექსანდერ კვაშნევსკი
  2. იმედინიუსისამთავრობოალექსანდერ კვაშნევსკი: ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ
  3. პირველი არხისამთავრობოალექსანდერ კვაშნევსკი – ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ
  4. რუსთავი 2სამთავრობოალექსანდერ კვაშნევსკი: ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზაზა ლომინაძე და ირაკლი შატაკიშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები