ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალექსანდერ კვაშნევსკი – ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ

ალექსანდერ კვაშნევსკის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი და დაბალანსებული მიდგომების შემუშავებას დაეთმო. მისი თქმით, ისინი შთაბეჭდილების ქვეშ არიან საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით.

ალექსანდერ კვაშნევსკი – ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ
ალექსანდერ კვაშნევსკი – ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართპირველი არხი

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარის, ალექსანდერ კვაშნევსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრა საინტერესო იყო და მასზე განსაკუთრებული ყურადღება ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი და დაბალანსებული მიდგომების შემუშავებას დაეთმო.

„ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის ცოდნითა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა ალექსანდერ კვაშნევსკიმ.

მისივე თქმით, კომისიის მიზანია ნარკოტიკებით ვაჭრობისა და წარმოების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად იმ ადამიანების დახმარებაც, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდნენ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხარდაჭერა.

კვაშნევსკის განცხადებით, კომისიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი მიდგომების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდის პროცესში ოჯახური კავშირებისა და განათლების მნიშვნელობაზე. კვაშნევსკის შეფასებით, ეს საკითხისადმი მნიშვნელოვანი და საქმიანი მიდგომაა.

ალექსანდერ კვაშნევსკისა და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში დღეს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან - ჩვენ ვიბრძოლებთ ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მისი წარმოების წინააღმდეგ, ასევე დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები იყვნენ - ალექსანდერ კვაშნევსკი
  2. იმედინიუსისამთავრობოალექსანდერ კვაშნევსკი: ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ
  3. რუსთავი 2სამთავრობოალექსანდერ კვაშნევსკი: ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ალექსანდერ კვაშნევსკი: ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები