ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაზა ლომინაძე და ირაკლი შატაკიშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატები ზაზა ლომინაძე და ირაკლი შატაკიშვილი ნარკოპოლიტიკის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ; ლომინაძის განცხადებით, პარლამენტმა ნარკოტიკების დამზადება-რეალიზაციაზე კანონმდებლობა გაამკაცრა.

ზაზა ლომინაძე და ირაკლი შატაკიშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ზაზა ლომინაძე და ირაკლი შატაკიშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენრუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარლამენტის წევრებმა სტუმრებს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს და იმ რეფორმებსა და მიდგომებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს.

"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. ეს შეეხება როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლას, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს. ჩვენი მთავარი მიზანი კვლავაც უცვლელია - ეს არის ნარკოდანაშაულის პრევენცია, ნარკომომხმარებლების განკურნება და მომავალ თაობებზე ზრუნვა. შეხვედრაზე სტუმრებს ის საკანონმდებლო ბაზა გავაცანით, რომელიც პარლამენტმა ნარკოდანაშაულის მიმართ მიიღო, სადაც აღინიშნა, რომ ნარკოტიკების დამზადების, გადაზიდვის და რეალიზაციის მიმართ კანონი გამკაცრებულია და ამ კუთხით ბრძოლა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის დელეგაციას პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდერ კვაშნიევსკი ხელმძღვანელობს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. ეს შეეხება როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლას, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს. ჩვენი მთავარი მიზანი კვლავაც უცვლელია - ეს არის ნარკოდანაშაულის პრევენცია, ნარკომომხმარებლების განკურნება და მომავალ თაობებზე ზრუნვა. შეხვედრაზე სტუმრებს ის საკანონმდებლო ბაზა გავაცანით, რომელიც პარლამენტმა ნარკოდანაშაულის მიმართ მიიღო, სადაც აღინიშნა, რომ ნარკოტიკების დამზადების, გადაზიდვის და რეალიზაციის მიმართ კანონი გამკაცრებულია და ამ კუთხით ბრძოლა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“
ზაზა ლომინაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნიევსკის შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები