ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნიევსკის შეხვდა

საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძე პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნიევსკის შეხვდა, სადაც ნარკოპოლიტიკა განიხილეს; შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნარკოდანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 7 438 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო ჩანაცვლებითი თერაპიით 14 000 პაციენტი სარგებლობს.

ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნიევსკის შეხვდა
ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნიევსკის შეხვდაიმედინიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნიევსკის შეხვდა.

შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები განიხილეს.

ხაზი გაესვა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობას, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებს შორის ინფორმაციის სისტემატურ გაცვლას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირებისა და მიწოდების შეზღუდვის კუთხით. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის სახელმწიფოს მიერ ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის დაფინანსებას, რომლითაც დაახლოებით 14 000 პაციენტი სარგებლობს.

საუბარი ასევე შეეხო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. აღინიშნა, რომ 2026 წელს ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა 7 438 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო დაკავებულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1 409 პირი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის, მონაცემების გაცვლისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან - ჩვენ ვიბრძოლებთ ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მისი წარმოების წინააღმდეგ, ასევე დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები იყვნენ - ალექსანდერ კვაშნევსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები