ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რომან გოცირიძე - გვატყუებდა ხელისუფლება, რომ აზერბაიჯანთან ისეთი კარგი კონტრაქტი გავაფორმეთ, სოციალური გაზის ტარიფი არ გაიზრდებაო - ფაქტია, გადაწყვეტილი აქვთ ტარიფის მომატება

საქართველოს პარლამენტი

რომან გოცირიძე ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გაზის ტარიფის მომატება გადაწყვეტილია. მისი თქმით, შაჰდენიზის 70-დოლარიანი გაზის შეღავათი წელს იწურება, ახალი კონტრაქტის ფასი კი უცნობია.

რომან გოცირიძე - გვატყუებდა ხელისუფლება, რომ აზერბაიჯანთან ისეთი კარგი კონტრაქტი გავაფორმეთ, სოციალური გაზის ტარიფი არ გაიზრდებაო - ფაქტია, გადაწყვეტილი აქვთ ტარიფის მომატება
რომან გოცირიძე - გვატყუებდა ხელისუფლება, რომ აზერბაიჯანთან ისეთი კარგი კონტრაქტი გავაფორმეთ, სოციალური გაზის ტარიფი არ გაიზრდებაო - ფაქტია, გადაწყვეტილი აქვთ ტარიფის მომატებაინტერპრესნიუსი

ატყუებდნენ ხალხს, ბაქიბუქობდნენ, რომ კარგ შეთანხმებას მიაღწიეს - აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება არ არის ისეთი, რომელმაც შეიძლება შესაძლებლობა მოგვცეს იმ ტარიფების შენარჩუნებისა, რაც დღემდე მოქმედებდა, -ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

რომან გოცირიძის შეფასებით, პარლამენტში განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები იძლევა იმის დიდ საფუძველს, რომ გაზის ტარიფი ყველას გაეზრდება.

„გვატყუებდა ხელისუფლება, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ისეთი კარგი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომ სოციალური გაზის ტარიფი არ გაიზრდებაო. გაიზრდება იმიტომ, რომ უკვე წელს მთავრდება ის შეღავათი, როდესაც 70 დოლარად ვყიდულობდით შაჰდენიზის გაზს. ამ წლის ბოლოს იწურება ეს შეღავათი და უკვე გადავდივართ აზერბაიჯანულ გაზზე, ვინაიდან არ გაგვიგრძელეს ამ ფორმის კონტრაქტი. მერე ბაქო-თბილისი ერზერუმის ჩვენი მილი გადავეცით და აზერბაიჯანს გააქვს ახლა ევროპაში [გაზი]. მივებით რუსეთის და აზერბაიჯანის ორ მილს. როგორც ჩანს არავითარი კარგი კონტრაქტი არ არის გაფორმებული. დამატებით გაზს იმავე ფასად მივიღებთ თუ გაორმაგებულად, არავინ არ იცის. მერე გავუხსენებთ ამ განცხადებებს, როდესაც ატყუებდნენ ხალხს, ბაქიბუქობდნენ, რომ კარგ შეთანხმებას მივაღწიეთ. აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება არ არის ისეთი, რომელმაც შეიძლება შესაძლებლობა მოგვცეს იმ ტარიფების შენარჩუნებისა, რაც დღემდე მოქმედებდა.

პარლამენტის განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები, ყველანაირი განხილვები იძლევა იმის დიდ საფუძველს, რომ გაზის ტარიფი გაიზრდება და გაეზრდება ყველას. მაშინ რომ ამბობდნენ, რომ რა კარგი ხელშეკრულება ჩამოვიტანეთ, ესეც ტყუილია. აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის მოწოდების კონტრაქტი დღემდე არ არის გაფორმებული. პოლიტიკური განცხადებები იყო, რომ საქართველო მიიღებს რაღაც მოცულობის გაზს. გაზის მოცულობა ვიცით რამდენს მივიღებთ აზერბაიჯანიდან, მაგრამ რა ფასად მივიღებთ დღეს არავინ არ იცის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, გაზის ტარიფი ყველასთვის გაიზრდება, თუმცა ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად.

„ტარიფი გაიზრდება ყველასთვის, ოღონდ ზოგისთვის ნაკლებად, ზოგისთვის მეტად. რა შვება უნდა იგრძნოს ადამიანმა იმაში, რომ მე გამეზარდა 10%-ით, ხოლო მეორეს გაეზარდა 20%-ით. ფაქტია, გადაწყვეტილი აქვთ ტარიფის მომატება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გვატყუებდა ხელისუფლება, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ისეთი კარგი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომ სოციალური გაზის ტარიფი არ გაიზრდებაო. გაიზრდება იმიტომ, რომ უკვე წელს მთავრდება ის შეღავათი, როდესაც 70 დოლარად ვყიდულობდით შაჰდენიზის გაზს. ამ წლის ბოლოს იწურება ეს შეღავათი და უკვე გადავდივართ აზერბაიჯანულ გაზზე, ვინაიდან არ გაგვიგრძელეს ამ ფორმის კონტრაქტი. მერე ბაქო-თბილისი ერზერუმის ჩვენი მილი გადავეცით და აზერბაიჯანს გააქვს ახლა ევროპაში [გაზი]. მივებით რუსეთის და აზერბაიჯანის ორ მილს. როგორც ჩანს არავითარი კარგი კონტრაქტი არ არის გაფორმებული. დამატებით გაზს იმავე ფასად მივიღებთ თუ გაორმაგებულად, არავინ არ იცის. მერე გავუხსენებთ ამ განცხადებებს, როდესაც ატყუებდნენ ხალხს, ბაქიბუქობდნენ, რომ კარგ შეთანხმებას მივაღწიეთ. აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება არ არის ისეთი, რომელმაც შეიძლება შესაძლებლობა მოგვცეს იმ ტარიფების შენარჩუნებისა, რაც დღემდე მოქმედებდა. პარლამენტის განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები, ყველანაირი განხილვები იძლევა იმის დიდ საფუძველს, რომ გაზის ტარიფი გაიზრდება და გაეზრდება ყველას. მაშინ რომ ამბობდნენ, რომ რა კარგი ხელშეკრულება ჩამოვიტანეთ, ესეც ტყუილია. აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის მოწოდების კონტრაქტი დღემდე არ არის გაფორმებული. პოლიტიკური განცხადებები იყო, რომ საქართველო მიიღებს რაღაც მოცულობის გაზს. გაზის მოცულობა ვიცით რამდენს მივიღებთ აზერბაიჯანიდან, მაგრამ რა ფასად მივიღებთ დღეს არავინ არ იცის“
რომან გოცირიძე
„ტარიფი გაიზრდება ყველასთვის, ოღონდ ზოგისთვის ნაკლებად, ზოგისთვის მეტად. რა შვება უნდა იგრძნოს ადამიანმა იმაში, რომ მე გამეზარდა 10%-ით, ხოლო მეორეს გაეზარდა 20%-ით. ფაქტია, გადაწყვეტილი აქვთ ტარიფის მომატება“
რომან გოცირიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,გაზის დიფერენცირებული ტარიფი-სოციალური ზრუნვა თუ გაძვირების უფრო უმტკივნეულო მექანიზმი?“ – რომან გოცირიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები