პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“რატომ არ გაფორმდა დათქმულ ვადაში აზერბაიჯანთან გაზის ახალი ხელშეკრულება?”– რომან გოცირიძე

რომან გოცირიძის განცხადებით, აზერბაიჯანთან 20-წლიანი გაზის ხელშეკრულება 15 ოქტომბრისთვის უნდა გაფორმებულიყო, თუმცა ხელმოწერა გადაიწია და ხელისუფლება დუმს, უკავშირდება თუ არა ეს ტარიფის მოსალოდნელ ზრდას.

“რატომ არ გაფორმდა დათქმულ ვადაში აზერბაიჯანთან გაზის ახალი ხელშეკრულება?”– რომან გოცირიძე
ალია

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

რატომ არ გაფორმდა დათქმულ ვადაში აზერბაიჯანთან გაზის ახალი ხელშეკრულება?

15 ოქტომბერი იყო ახალი, 20-წლიანი ხელშეკრულების გაფორმების შეთანხმებული ვადა, თუმცა ხელმოწერა დღემდე არ მომხდარა. რატომ გადაიწია ამ ვადამ? რატომ არაფერს ამბობს ხელისუფლება? უნდა აუხსნას საზოგადოებას, აქვს თუ არა ამ ფაქტს კავშირი გაზის ტარიფის მოსალოდნელ ზრდასთან?

15 დეკემბერს „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმთან დამატებითი 500 მლნ მ³ გაზის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა ეწურება, 16 დეკემბრიდან კი მიწოდება „სოკარმა“ უნდა გააგრძელოს.

მთავარი არა მხოლოდ გაზის მოცულობა, არამედ ფასიცაა: კონსორციუმის გაზის თავდაპირველი ფასი 1000 მ³-ზე 55 დოლარი იყო, ხოლო წლების განმავლობაში, ინდექსაციის შედეგად, ამჟამად დაახლოებით 75 დოლარს შეადგენს.

რა ფასად მიიღებს საქართველო ახალი ხელშეკრულებით გაზს -ეს არის მთავარი კითხვა.

ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ საქართველომ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენში საკუთარი სივრცე გადასცა აზერბაიჯანს, რამაც ამ სახელმწიფოს ევროპაში დამატებითი გაზის გატანის შესაძლებლობა მისცა. დღეს საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს მთლიანად ძველი, ფაქტობრივად ამორტიზებული საბჭოთა გაზსადენიდან იღებს.

თუ როგორი იქნება აზერბაიჯანთან კონტრაქტის პირობები, ისეთივე იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის გაზის ფასიც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირომან გოცირიძე - გვატყუებდა ხელისუფლება, რომ აზერბაიჯანთან ისეთი კარგი კონტრაქტი გავაფორმეთ, სოციალური გაზის ტარიფი არ გაიზრდებაო - ფაქტია, გადაწყვეტილი აქვთ ტარიფის მომატება
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,გაზის დიფერენცირებული ტარიფი-სოციალური ზრუნვა თუ გაძვირების უფრო უმტკივნეულო მექანიზმი?“ – რომან გოცირიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები