ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნეს

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი შექმნეს, რომლის მთავარ მიზნად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა სახელდება.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნეს
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნესინტერპრესნიუსი

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ფიფია ავრცელებს.

ფონდის დამფუძნებლები ოთარ ფარცხალაძე და ნიკოლოზ კარტოზია არიან. თავმჯდომარე მამუკა ფიფია გახდა.

ფიფიას თქმით, ფონდის ინიციატივებს შორის არის: რუსეთსა და საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვის რუსული ენის სწავლისთვის ხელშეწყობა, რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნა, რელიგიური საკითხების გადაწყვეტა და ა.შ. ფონდის მთავარ მიზნად ფიფია რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის ხელშეწყობას ასახელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიოთარ ფარცხალაძე მოსკოვში ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ პრეზენტაციაზე გამოჩნდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პატრიარქ კირილის იუბილეს ქართული დელეგაცია დაესწრება - მოსკოვის ქართველთა ტაძრის წინამძღვარიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები