ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეების შემდეგ, დანაშაულს უკვე ვერშემდგარი რევოლუციის ორგანიზატორებიც აღიარებენ - 5 ორგანიზატორიდან ორს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

საქართველოს პროკურატურა

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს, ბრალის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ - ისინი პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ.

4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეების შემდეგ, დანაშაულს უკვე ვერშემდგარი რევოლუციის ორგანიზატორებიც აღიარებენ - ისინი, ვინც ხელისუფლების დამხობის მცდელობის ავანგარდში იდგენენ და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადანაცვლების ბრძანება სცენიდან გასცეს.

5 ორგანიზატორიდან 2-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - პენიტენციურ დაწესებულებას მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე 4 ნოემბერს დატოვებენ. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის კითხვაზე - აღიარებენ თუ არა წარდგენილ ბრალს ნებაყოფლობით - ორივე მსჯავრდებულის პასუხი დღეს დადებითი იყო.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა - ამ უმძიმეს ბრალდებებს ორგანიზატორები პირველი ინსტანციის სასამართლოში უარყოფდნენ, თუმცა პოზიცია მეორე ინსტანციის სასამართლოში შეცვალეს. დღესვე, საპროცესო შეთანხმება, აღიარების საფუძველზე, აქციის კიდევ 2 მონაწილეს - გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმება პროკურატურასთან 4 ოქტომბრის აქციის კიდევ 4 მონაწილეს სურს. კახაბერ მჟავანაძემ, კონსტანტინე კოკაიამ და დავით სტურუამ პროკურატურას წერილობით უკვე მიმართეს, დავით ჟღენტი კი სახელმწიფო ბრალდებას წერილს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაუგზავნის.

4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეების, განსაკუთრებით კი ორგანიზატორების მხრიდან დანაშაულის აღიარება მარცხისა და ღალატის ტოლფასია ოპოზიციის ნაწილისთვის. საპროცესო შეთანხმების გაფორმების გამო, კრიტიკის ადრესატები არაერთხელ გახდნენ ის მსჯავრდებულები, რომლებმაც პროკურატურას მიმართეს, თუმცა, ამის მიუხედავად, საპროცესო შეთანხმების მსურველთა რაოდენობა იზრდება.

სახელმწიფო ყველა იმ პირის მიმართ ჰუმანური იქნება, ვინც დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს - აცხადებენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა დღეს 4 ოქტომბრის აქცია გაიხსენეს და თქვეს, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობის მონაწილეები უცხოურმა ძალებმა ჯერ წაახალისეს, ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ კი მიატოვეს.

2025 წლის 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციის მონაწილეები, ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ, მოანგრიეს რკინის ჭიშკარი, დააზიანეს ქუჩის ინფრასტრუქტურა, პოლიციელების მიმართულებით გამოიყენეს ძალა და ე.წ მოლოტოვის კოქტეილები. სამართალდამცველებმა ამ პროცესებში მონაწილე 64 პირი დააკავეს, 30-ზე მეტ მსჯავრდებულს, დანაშაულის აღიარების საფუძველზე, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ნაწილმა ციხე უკვე დატოვა, ნაწილი კი უახლოეს მომავალში გათავისუფლდება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები