პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტილელო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში მათი სარჩელი დასაბუთებულად არ ჩაითვალოს, რადგან ოპოზიცია წარსულ დანაშაულებს დღემდე არ ემიჯნება.

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას
რუსთავი 2

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს კომისიის დასკვნის დართვა არ უნდოდათ, იმიტომ, რომ ამ დასკვნაში მითითებულია ცნობილი კასტილებიანი კაცის აღიარება, თუ როგორ აუპატიურებდა იგი მაგიდაზე დასკოჩილ ადამიანს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ქალბატონი წითლიძე, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ არაფერი დარღვევა არ ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

გორდულაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების 80% 2004-2012 წლებს მიემართება, სადაც დაფიქსირებულია წამების, სიცოცხლის ხელყოფისა და ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვის ფაქტები, ხოლო ეს პარტიები ამ ყველაფერს დღემდე არ ემიჯნებიან.

"კოლექტიურ ნაცმოძრაობას" პრობლემები აქვთ ფაქტებთან, ისინი უბრალოდ ამ ფაქტებს არ აღიარებენ, არ ცნობენ, ამავდროულად არ ემიჯნებიან იმ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებთან დაკავშირებითაც უკვე სასამართლოში არის ასეულობით საქმე, შეგახსენებთ, რომ 227 საქმის სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 80% მიემართება 2004-2012 წლებს, იმ საქმეებს სადაც დაფიქსირებულია ადამიანების წამების, სიცოცხლის ხელყოფის, რეკეტის, სამართლიანი სასამართლოს პრინციპების, პირადი ცხოვრების პრინციპების ფეხქვეშ გათელვა, და ამ სისტემის შექმნაში მონაწილეობდნენ ეს კონკრეტული პარტიები, ან მას მხარს უჭერენ და არ ემიჯნებიან, მათთან ერთად კოალიციებს მართავენ და საუბრობენ მერე, რომ კოალიციები უბრალოდ არ გვქონიაო. აი, მაგალითისათვის, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ გვქონდა განხილვა, სადაც ესწრებოდა "გახარიას" წარმომადგენელი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" მჭიდრო კავშირის გამო გახდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და სამი დღის განმავლობაში ამ პოზიციას იკავებდა და შემდეგ ურცხვად ამტკიცებდა, ისევ კომიტეტის სხდომაზე თითქოს აქ კოალიცია არ ქონია.

როგორ შეიძლება ადამიანმა ამტკიცო, რომ ალეკო ელისაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს "ლელოსთან", აი ასეთი ტყუილებით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ. საერთოდ ანა წითლიძეს რაც შეეხება, ქალბატონი არის სამეგრელოდან, ასე პოზიციონირებს და ამბობს, იქედნურად საუბრობს, რომ სად არის 26 ათასი გაუპატიურებული ადამიანი, ტყუილად არ გამისვია ხაზი, რომ ამას სამეგრელოს წარმომადგენელი ამბობდა, იმ რეგიონის წარმომადგენელი, სადაც აღმოაჩინეს კასრები, სადაც ადამიანების ღირსება რომ უბრალოდ აღარ არსებობდა, აი ამ ზომამდე რომ მიიყვანეს ადამიანები და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის, კომისიის დასკვნის დართვა რატომ არ უნდოდათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ ამ დასკვნაში მითითებულია ის საზოგადოებაში ცნობილი კასტილებიანი კაცის აღიარება, თუ რა დანაშაული აქვს ჩადენილი, როგორ აუპატიურებდა იგი მაგიდაზე დასკოჩილ ადამიანს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ქალბატონი წითლიძე ანუ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ არაფერი დარღვევა არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილი, მათი აპოლოგეტი, მთავარი ფუძემდებელი და "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის იდეოლოგი ამბობს, რომ 7 ნოემბერს ადამიანის უფლებების დარღვევა არ ყოფილა და თურმე, არცერთი კანონი არ დაგვირღვევიაო და "ბადრის რა", ამ შეძახილით რომ გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რას უშვებოდნენ ადამიანებს, როგორ ჩეხდნენ და სისხლის ტალღას ატრიალებდნენ, ეს კანონის დარღვევა თუ არ არის, ასე წარმოუდგენია ესე იგი სამართლებრივი სახელმწიფო "ნაციონალურ მოძრაობას", იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც დღემდე არ ემიჯნება თავის ჩადენილ დანაშაულს, ბოდიშსაც არ იხდის საზოგადოების წინაშე და კიდევ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკური აქტივობით იყოს დაკავებული, ამიტომაც არის, რომ შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას" პრობლემები აქვთ ფაქტებთან, ისინი უბრალოდ ამ ფაქტებს არ აღიარებენ, არ ცნობენ, ამავდროულად არ ემიჯნებიან იმ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებთან დაკავშირებითაც უკვე სასამართლოში არის ასეულობით საქმე, შეგახსენებთ, რომ 227 საქმის სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 80% მიემართება 2004-2012 წლებს, იმ საქმეებს სადაც დაფიქსირებულია ადამიანების წამების, სიცოცხლის ხელყოფის, რეკეტის, სამართლიანი სასამართლოს პრინციპების, პირადი ცხოვრების პრინციპების ფეხქვეშ გათელვა, და ამ სისტემის შექმნაში მონაწილეობდნენ ეს კონკრეტული პარტიები, ან მას მხარს უჭერენ და არ ემიჯნებიან, მათთან ერთად კოალიციებს მართავენ და საუბრობენ მერე, რომ კოალიციები უბრალოდ არ გვქონიაო. აი, მაგალითისათვის, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ გვქონდა განხილვა, სადაც ესწრებოდა "გახარიას" წარმომადგენელი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" მჭიდრო კავშირის გამო გახდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და სამი დღის განმავლობაში ამ პოზიციას იკავებდა და შემდეგ ურცხვად ამტკიცებდა, ისევ კომიტეტის სხდომაზე თითქოს აქ კოალიცია არ ქონია. როგორ შეიძლება ადამიანმა ამტკიცო, რომ ალეკო ელისაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს "ლელოსთან", აი ასეთი ტყუილებით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ. საერთოდ ანა წითლიძეს რაც შეეხება, ქალბატონი არის სამეგრელოდან, ასე პოზიციონირებს და ამბობს, იქედნურად საუბრობს, რომ სად არის 26 ათასი გაუპატიურებული ადამიანი, ტყუილად არ გამისვია ხაზი, რომ ამას სამეგრელოს წარმომადგენელი ამბობდა, იმ რეგიონის წარმომადგენელი, სადაც აღმოაჩინეს კასრები, სადაც ადამიანების ღირსება რომ უბრალოდ აღარ არსებობდა, აი ამ ზომამდე რომ მიიყვანეს ადამიანები და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის, კომისიის დასკვნის დართვა რატომ არ უნდოდათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ ამ დასკვნაში მითითებულია ის საზოგადოებაში ცნობილი კასტილებიანი კაცის აღიარება, თუ რა დანაშაული აქვს ჩადენილი, როგორ აუპატიურებდა იგი მაგიდაზე დასკოჩილ ადამიანს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ქალბატონი წითლიძე ანუ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ არაფერი დარღვევა არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილი, მათი აპოლოგეტი, მთავარი ფუძემდებელი და "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის იდეოლოგი ამბობს, რომ 7 ნოემბერს ადამიანის უფლებების დარღვევა არ ყოფილა და თურმე, არცერთი კანონი არ დაგვირღვევიაო და "ბადრის რა", ამ შეძახილით რომ გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რას უშვებოდნენ ადამიანებს, როგორ ჩეხდნენ და სისხლის ტალღას ატრიალებდნენ, ეს კანონის დარღვევა თუ არ არის, ასე წარმოუდგენია ესე იგი სამართლებრივი სახელმწიფო "ნაციონალურ მოძრაობას", იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც დღემდე არ ემიჯნება თავის ჩადენილ დანაშაულს, ბოდიშსაც არ იხდის საზოგადოების წინაშე და კიდევ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკური აქტივობით იყოს დაკავებული, ამიტომაც არის, რომ შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები