ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას ყალბი ამბების გამავრცელებელ CNN-ს, MSNOW-ს და Politico-ს - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-ს, MSNOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა დაუყოვნებლივ აუკრძალა. ტრამპის განცხადებით, ამის მიზეზი აღნიშნული მედიასაშუალებების მხრიდან ყალბი ამბებისა და სიცრუის მუდმივი გავრცელებაა.

სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას ყალბი ამბების გამავრცელებელ CNN-ს, MSNOW-ს და Politico-ს - ტრამპი
სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას ყალბი ამბების გამავრცელებელ CNN-ს, MSNOW-ს და Politico-ს - ტრამპირუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-ს, MSNOW-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა დაუყოვნებლივ აუკრძალა.

პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი აღნიშნული მედიასაშუალებების მხრიდან მუდმივად "ყალბი ამბებისა და სიცრუის" გავრცელებაა:

"სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას "ყალბი ამბების" გამავრცელებელ CNN-ს, MSNOW-ს (რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა MSNBC-დან დაბალი რეიტინგისა და სანდოობის გამო!) და Politico-ს (რომელმაც აშშ-ის მთავრობისგან - "თაღლითი" ჯო ბაიდენის პირობებში მიიღო უკანონო და აბსურდული, 8-მილიონიანი კონტრაქტი გამოწერაზე; ეს აბსოლუტური რეკორდია და მიზნად მათ "გადარჩენას" ისახავდა - ჩემთვის ეს კორუფციას ჰგავს!).

ამის მიზეზი მათ მიერ მუდმივად "ყალბ ამბების" "გაშუქებაა"! მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, მუდმივად წერონ ან ავრცელონ გამოგონილი ამბები და სიცრუე, როდესაც აშუქებენ აშშ-ის პრეზიდენტს, ტრამპის ადმინისტრაციას ან ამერიკის შეერთებულ შტატებს. სიაში "ყალბი ამბების" გამავრცელებელი სხვა მედიასაშუალებებიც მოხვდებიან. გმადლობთ ყურადღებისთვის!"- წერს დონალდ ტრამპი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამავრცელებელი სხვა მედიასაშუალებებიც მოხვდებიან. გმადლობთ ყურადღებისთვის!“
დონალდ ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ამერიკულმა ტელეარხებმა დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ღონისძიებების გაშუქება შეაჩერეს, თეთრმა სახლმა Trump TV აამოქმედაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები