რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ქართული დელეგაცია ჩავა – რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი
მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართველთა ტაძრის წინამძღვრის, ფიოდორ კრეჩეტოვის განცხადებით, რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ქართული დელეგაცია ჩავა. ინფორმაცია მოსკოვში ახალი ფონდის პრეზენტაციაზე გაჟღერდა, რომელსაც ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეც ესწრებოდა.

მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართველთა ტაძრის წინამძღვარმა, ფიოდორ კრეჩეტოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ქართული დელეგაცია ჩავა.
ამის შესახებ მან დღეს, 28 ოქტომბერს, ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
რუსეთის პატრიარქ კირილეს 20 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდება.
„ორი ეკლესიის ურთიერთობა ყოველთვის ძმური იყო, ის ყველაზე რთულ მომენტებშიც ნარჩუნდებოდა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი როლი გარდაცვლილმა უწმინდესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ითამაშა. ახლა, როდესაც უწმინდესი უკვე მიიცვალა უფლის წინაშე, ურთიერთობები მაინც გრძელდება. ახლა უწმინდესი პატრიარქის, კირილეს იუბილე იქნება და მასზე ქართული დელეგაცია იქნება“, – განაცხადა მან.
ნეტგაზეთი აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმღძვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. თუმცა მისგან ჯერ პასუხი არ მიგვიღია.
დღეს, 28 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის შესახებ, რომლის დროსაც შეიქმნა ფონდი „რუსებისა და ქართველების ერთობა“.
ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეა, რომელიც დღევანდელ პრეზენტაციას დაესწრო.
ბოლოს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსულ მედიაში გასულ თვეში გამოჩნდა, როცა რუსეთში მოხალისეთა მრავალეროვანი დანაყოფის „გეორგიევსკის“ ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა.
ფონდის ხელმძღვანელი პრორუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ფიფიაა. ფონდის დამაარსებლების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია „ქვეყნებს შორის კავშირების განვითარება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“.
ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ პრეზენტაციაზე გამოჩნდა
ციტატები სტატიიდან
„ორი ეკლესიის ურთიერთობა ყოველთვის ძმური იყო, ის ყველაზე რთულ მომენტებშიც ნარჩუნდებოდა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი როლი გარდაცვლილმა უწმინდესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ითამაშა. ახლა, როდესაც უწმინდესი უკვე მიიცვალა უფლის წინაშე, ურთიერთობები მაინც გრძელდება. ახლა უწმინდესი პატრიარქის, კირილეს იუბილე იქნება და მასზე ქართული დელეგაცია იქნება“
„ქვეყნებს შორის კავშირების განვითარება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…