ნანა კაკაბაძე: თუ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს ერთადერთი ძალის დამსახურებაა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტები
ნანა კაკაბაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა და მისი ანასხლეტების“ დამსახურებაა, ხოლო ოპოზიციის მიერ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას აზრი არ აქვს, რადგან „არაფერმა იმუშავა“.

თარიღებს ჩამოკიდებენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არაფერმა იმუშავა, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ 28 ნოემბერზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
როგორც მან აღნიშნა, თუ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტების დამსახურება.
„ჩვენ თუ იმაში ვთანხმდებით, რომ ეს ძალა არჩევნებით ვერ იმარჯვებს და თუ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს ერთადერთი ძალის დამსახურებაა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტები.
შეიძლება ხალხს ბევრი პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებასთან“ ბევრი პრეტენზიები აქვს, მაგრამ როდესაც სასწორზე იდება ეს ორი ძალა, 9 წლის სისხლიანი რეჟიმი იმდენად გადაწონის, აქეთ რა დევს იმის მნიშვნელობას ხალხი აღარ იაზრებს. რადგან იციან, რომ ამაზე უარესი არაფერი აღარ შეიძლება დაგვემართოს“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
ოპოზიცია 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ თუ იმაში ვთანხმდებით, რომ ეს ძალა არჩევნებით ვერ იმარჯვებს და თუ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს ერთადერთი ძალის დამსახურებაა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტები. შეიძლება ხალხს ბევრი პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებასთან“ ბევრი პრეტენზიები აქვს, მაგრამ როდესაც სასწორზე იდება ეს ორი ძალა, 9 წლის სისხლიანი რეჟიმი იმდენად გადაწონის, აქეთ რა დევს იმის მნიშვნელობას ხალხი აღარ იაზრებს. რადგან იციან, რომ ამაზე უარესი არაფერი აღარ შეიძლება დაგვემართოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…