ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგა ლემონჯავა - რაც წერია რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინაში, რომელიც საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ზუსტად იგივე ჩანაწერები იკითხება „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებაკოალიცია ცვლილებისთვის

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში რუსეთის დოქტრინის იდენტური ჩანაწერები იკითხება, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ არაეთიკური უწოდა.

გიგა ლემონჯავა - რაც წერია რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინაში, რომელიც საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ზუსტად იგივე ჩანაწერები იკითხება „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში
გიგა ლემონჯავა - რაც წერია რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინაში, რომელიც საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ზუსტად იგივე ჩანაწერები იკითხება „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელშიინტერპრესნიუსი

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის შეფასებას გაიზიარებს, მისი გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს შექმნის ინტერპრეტაციისთვის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მაშინდელი პოლიტიკა რუსეთს ოკუპაციის ხელშემწყობი ფაქტორია, რუსეთის ქმედებები კი საპასუხო რეაქცია - რაც წერია რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინაში „ახალი რეალობა“, რომელიც საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ზუსტად იგივე ჩანაწერები იკითხება „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში,- ასე მიმართა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ.

ლემონჯავას თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელში მოყვანილ თეზისებს ფაქტად დაადგენს, საქართველოს სახელმწიფო ორგანო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მისცემს რუსულ ნარატივს შიდა სახელმწიფოებრივ სამართლებრივ ლეგიტიმაციას.

„ეს რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას თვისობრივად ასუსტებს და მის მიერ შექმნილ ე.წ. „ახალ რეალობას“ საქართველოსვე სასამართლოს ავტორიტეტით ამყარებს. რუსეთის „ახალი რეალობის“ დოქტრინა არის პირდაპირ კავშირში „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელთან. რუსეთის ფედერაციის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინა „ახალი რეალობის შესახებ“, ასე ჰქვია, ის არის პირდაპირ ანარეკლი, სარკისებური ანარეკლი „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი პასაჟებისა ანუ, რაც წერია რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინაში, რომელიც საქართველოს და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ზუსტად იგივე ჩანაწერები იკითხება „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში.

მაგალითად, სარჩელის ორი საკვანძო თეზისი - პირველი, 2007 წელს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრების ხელოვნური აღდგენა და მეორე, 2008 წლის ომის საქართველოს მიერ დაწყება,- სიტყვა სიტყვით, ციტატის დონეზე, ემთხვევა რუსეთის ფედერაციის დოქტრინას და თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ თეზისებს ფაქტად დაადგენს, საქართველოს სახელმწიფო ორგანო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, მისცემს რუსულ ნარატივს შიდა სახელმწიფოებრივ სამართლებრივ ლეგიტიმაციას, მაშინ, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პასუხისმგებლობა უკვე დაადგინა“,- განაცხადა ლემონჯავამ.

მის აღნიშნულ განცხადებას დამაზუსტებელი კომენტარები მოჰყვა მოსარჩელე მხარისგან.

„ის დაეყრდნო ჩვენს სარჩელს? რუსეთის დოქტრინა დაეყრდნო ჩვენს სარჩელს? ასე თქვა!“- აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ გიგა ლემონჯავას სიტყვის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა და მის განცხადებებს არაეთიკური უწოდა.

„ახლა ქართულ პოლიტიკასაც გასცდით - რა დოქტრინა, რის დოქტრინა?!

ძალიან არაეთიკურად დაიწყეთ, როგორ შეიძლება სარჩელი უცხო სახელმწიფოს დოქტრინებს და შეფასებებს [დაეყრდნოს]. ეს თქვენი შეფასება თუ არის პოლიტიკური, პოლიტიკოსი ხართ და სადაც გინდათ იქ გააკეთეთ. ვილაპარაკოთ სარჩელთან დაკავშირებით, რაც შეეხება სარჩელს. აბსოლუტურად გასცდით! ეს თქვენი პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის არ არის რელევანტური. როდესაც საქმესთან შემხებლობაშია, არ გაწყვეტინებთ, მაგრამ, როდესაც ყველანაირ ზღვარს სცდებით, ეთიკურობისას, მათ შორის. ეთიკურობის გაცდენაა, როდესაც ამბობთ, რომ სარჩელს ვიხილავთ, რომელიც უცხო ქვეყნის რაღაც დოქტრინიდან გამომდინარეობს. ნუ მედავებით! ნუ მიხსნით!“- განაცხადა ნადარაიამ.

საპასუხოდ გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოს შეახსენა, რომ ის იღებს არა მშრალ სამართლებრივ გადაწყვეტილებას, არამედ გადაწყვეტილებას, რომელზეც სახელმწიფოს ბედია დამოკიდებული.

„თქვენ იმ საფრთხეების შესახებ ხომ უნდა იცოდეთ, რაც ამ საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება.

თქვენ ხომ სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას იღებთ. თქვენი გადაწყვეტილება ხომ მშრალი სამართლებრივი გადაწყვეტილება არ არის, ამ სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებას ხომ სახელმწიფოს ბედისწერაზე აქვს გავლენა, ეს ხომ ამ მნიშვნელობის სასამართლოა“,- განაცხადა ლემონჯავამ.

„არ არის დემაგოგია საჭირო! სარჩელში მოყვანილი გარემოებებით, ფაქტებით რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის 23-ე მუხლს, ამას ვიხილავთ ჩვენ!“- განმარტა მოსამართლემ.

ამასთან დაკავშირებით გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ მხედველობიდან არ უნდა იქნას გამოტოვებული არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რადგან შინაარსისთვის, რომელიც „ქართული ოცნების“ სარჩელშია მოყვანილი, იურიდიული ძალის მინიჭება საბოლოო ჯამში, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან.

„ასე ბრძანეთ მერე, ამას გეუბნებით, ასე ბრძანეთ!“- აღნიშნა მოსამართლე ნადარაიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობორევაზ ნადარაია გიგა ლემონჯავას: ეს თქვენი პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის არ არის რელევანტური. ეთიკურობის ზღვარს გაცდენაა, როდესაც ამბობთ, რომ სარჩელს ვიხილავთ, რომელიც უცხო ქვეყნის რაღაც დოქტრინიდან გამომდინარეობს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის დაეყრდნო ჩვენს სარჩელს? რუსეთის დოქტრინა დაეყრდნო ჩვენს სარჩელს? ასე თქვა!“
არჩილ გორდულაძე
„არ არის დემაგოგია საჭირო! სარჩელში მოყვანილი გარემოებებით, ფაქტებით რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის 23-ე მუხლს, ამას ვიხილავთ ჩვენ!“
„ასე ბრძანეთ მერე, ამას გეუბნებით, ასე ბრძანეთ!“
„ეს რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას თვისობრივად ასუსტებს და მის მიერ შექმნილ ე.წ. „ახალ რეალობას“ საქართველოსვე სასამართლოს ავტორიტეტით ამყარებს. რუსეთის „ახალი რეალობის“ დოქტრინა არის პირდაპირ კავშირში „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელთან. რუსეთის ფედერაციის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინა „ახალი რეალობის შესახებ“, ასე ჰქვია, ის არის პირდაპირ ანარეკლი, სარკისებური ანარეკლი „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი პასაჟებისა ანუ, რაც წერია რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინაში, რომელიც საქართველოს და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ზუსტად იგივე ჩანაწერები იკითხება „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში. მაგალითად, სარჩელის ორი საკვანძო თეზისი - პირველი, 2007 წელს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრების ხელოვნური აღდგენა და მეორე, 2008 წლის ომის საქართველოს მიერ დაწყება,- სიტყვა სიტყვით, ციტატის დონეზე, ემთხვევა რუსეთის ფედერაციის დოქტრინას და თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ თეზისებს ფაქტად დაადგენს, საქართველოს სახელმწიფო ორგანო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, მისცემს რუსულ ნარატივს შიდა სახელმწიფოებრივ სამართლებრივ ლეგიტიმაციას, მაშინ, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პასუხისმგებლობა უკვე დაადგინა“
გიგა ლემონჯავა
„ახლა ქართულ პოლიტიკასაც გასცდით - რა დოქტრინა, რის დოქტრინა?! ძალიან არაეთიკურად დაიწყეთ, როგორ შეიძლება სარჩელი უცხო სახელმწიფოს დოქტრინებს და შეფასებებს [დაეყრდნოს]. ეს თქვენი შეფასება თუ არის პოლიტიკური, პოლიტიკოსი ხართ და სადაც გინდათ იქ გააკეთეთ. ვილაპარაკოთ სარჩელთან დაკავშირებით, რაც შეეხება სარჩელს. აბსოლუტურად გასცდით! ეს თქვენი პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის არ არის რელევანტური. როდესაც საქმესთან შემხებლობაშია, არ გაწყვეტინებთ, მაგრამ, როდესაც ყველანაირ ზღვარს სცდებით, ეთიკურობისას, მათ შორის. ეთიკურობის გაცდენაა, როდესაც ამბობთ, რომ სარჩელს ვიხილავთ, რომელიც უცხო ქვეყნის რაღაც დოქტრინიდან გამომდინარეობს. ნუ მედავებით! ნუ მიხსნით!“
რევაზ ნადარაია
„თქვენ იმ საფრთხეების შესახებ ხომ უნდა იცოდეთ, რაც ამ საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება. თქვენ ხომ სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას იღებთ. თქვენი გადაწყვეტილება ხომ მშრალი სამართლებრივი გადაწყვეტილება არ არის, ამ სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებას ხომ სახელმწიფოს ბედისწერაზე აქვს გავლენა, ეს ხომ ამ მნიშვნელობის სასამართლოა“
გიგა ლემონჯავა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გიგა ლემონჯავას მიერ ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა - მოსამართლემ მას მოუწოდა, უშუალოდ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ისაუბროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები