ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოზარ სუბარი: “საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა”

ხალხის ძალასაქართველოს პარლამენტი

„ხალხის ძალამ“ აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა – სოზარ სუბარის თქმით, ტურნირში საქართველოს მოქალაქეების წილი მაღალია და დამოკიდებულებას იწვევს, რის საპასუხოდაც შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ საქმე ეხება არა შემსუბუქებას, არამედ მონიტორინგსა და რეგულაციას.

სოზარ სუბარი: “საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა”
სოზარ სუბარი: “საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა”POSTV

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანის მართებულობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„წინა მოწვევის პარლამენტში, აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით, ძალიან გავამკაცრეთ კანონმდებლობა. თუ სწორად მახსოვს, თქვენ თქვით, რომ შესაძლოა ჩატარდეს აზარტული თამაშების ტურნირი, რომელშიც შეიძლება 10 ათასმა კაცმა მიიღოს მონაწილეობა. 10 000 კაცის 30% არის საქართველოს 3 000 მოქალაქე, რაც მოსახლეობის 0.1%-ია და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს არ არის იმ ტიპის კანონი, რომელიც არსებით მნიშვნელობას იძენს, და დაჩქარებული წესით რატომ ვიღებთ?

თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას აქვს განზრახული ამ ტიპის ტურნირის ჩატარება, ცოტა ადრე დაგვეწყო განხილვები, რათა მეტი დრო ყოფილიყო მსჯელობისთვის”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შოთა ბერეკაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საუბარია არა რეგულაციების გამკაცრებაზე, არამედ საერთაშორისო ტურნირების მონიტორინგის განხორცილებაზე.

„დავიწყებ იმით, რომ ასეთი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება საქართველოში დღესაც შეიძლება. ჩვენ ვამკაცრებთ რეგულაციას და ვახორციელებთ მონიტორინგს და სწორედ ამიტომ არის, რომ 70% უცხოელი და 30% ქართველი უნდა იყოს. ასეთი ტიპის ტურნირები ტარდება ევროპულ ქალაქებში და ამ ტურნირებში ქართველებიც იღებენ მონაწილეობას. ეს არ არის კლასიკური აზარტული თამაში, ეს არის ტურნირი. მაგალითად, არსებობს პოკერის საერთაშორისო ტურნირები და მთელი მსოფლიოდან ჩადიან მოქალაქეები და იღებენ მონაწილეობას. იმისთვის, რომ ასეთი თამაშები საქართველოშიც ჩატარდეს, ვიღებთ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ყველა ის შეზღუდვა, რაც არსებობს ჩვენი კანონმდებლობით აზარტულ თამაშებთან მიმართებით, ძალაში რჩება. მაგალითად, ასაკობრივი შეზღუდვა, შავ სიაში მყოფი პირის მონაწილეობის შეზღუდვა, საჯარო მოხელის მონაწილეობის შეზღუდვა; მეტიც – ამას ემატება კიდევ ერთი დამატებითი შეზღუდვა, რომ ტურნირის მონაწილეების 70% უცხოელი უნდა იყოს.

რაც შეეხება მონაწილეების რაოდენობის განსაზღვრას, ჩვენ განვსაზღვრავთ საპრიზო ფონდს და, აქედან გამომდინარე, მონაწილეების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია.

საპრიზო ფონდისთვის გათვალისწინებულია 3 მლნ ლარი და ეს ნიშნავს, რომ 3 000-მა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. სწორედ საპრიზო ფონდი განსაზღვრავს ამას”, – განაცხადა კომიტეტის თავმდომარემ.

პასუხის შემდეგ, სოზარ სუბარმა თემაზე დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა:

„გასაგებია, რომ სპორტული ტურნირია, თუმცა მაინც აზარტულ თამაშებს ეხება. ჩემთვის რთული დასაჯერებელია, რომ ამ ტიპის ტურნირი არ იწვევდეს დამოკიდებულებას. ამიტომ, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის განსაზღვრული 30%-იანი წილი სასურველია შემცირდეს 10% ან 5%-მდე”, – დასძინა მან.

ცნობისთვის: მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ხალხის ძალის” წევრების ცალკეული შენიშვნა და ინიციატივა კანონპროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა, და უმრავლესობამ აზარტული თამაშების ტურნირში მონაწილე უცხოელების სავალდებულო წილი 70%-დან 80%-მდე ასწია, პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსოზარ სუბარი: საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
  2. პირველი არხისამთავრობოსოზარ სუბარი – „ხალხის ძალამ“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დიმიტრი ხუნდაძე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონპროექტზე: თუ ამ კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ადრე უნდა დაგვეწყო. კანონში ცვლილებების მისაღებად საჭიროა მონაცემების გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები