დიმიტრი ხუნდაძე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების კანონპროექტების შესახებ: „თუ ამ კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ადრე უნდა დაგვეწყო. კანონში ცვლილებების მისაღებად საჭროა მონაცემების გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს“
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებულ განხილვასა და ბუნდოვან პუნქტებს აკრიტიკებს და კითხულობს, რა იქნება ტურნირების სოციალური ფასი.

„რატომ ვიღებთ ამ კანონს ასე დაჩქარებულად? თუ ამის აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო. თუ ასე არ არის, მაშინ ამ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა მონაცემების გადამოწმება, გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს. საინტერესოა, როგორი იქნება ამ ტურნირის სოციალური ფასიც“, – ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმირტი ხუნდაძემ საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს შოთა ბერეკაშვილს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის განხილვისას.
„რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ორი კითხვა მაქვს:
კანონით განისაზღვრება ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა. კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრში მონაწილეთა პროცენტული თანაფარდობა არის 30/70-ზე – ანუ 30 პროცენტი საქართველოს, ხოლო 70 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა. როგორ ხდება ამ ბალანსის დაცვა და გაანგარიშება? ხომ შეიძლება იყოს, მაგალითად, 3 უცხოელი და 1 ქართველი?
რაც შეეხება მეორე კითხვას: კანონპროექტში ცოტა ბუნდოვანია ის მუხლი, რომელიც სათამაშო ტურნირების ჩატარების ადგილს განსაზღვრავს.
კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრის გამართვა შეიძლება სამორინეში, კაზინოში და კიდევ „სხვა ადგილას“. რა იგულისხმება ამ სხვა ადგილში – ქუჩა, კონკრეტული თავშეყრის ადგილი თუ რა?“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის საპასუხოდ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა:
“რაც შეეხება ტურნირის ჩატარების ლოკაციას, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში მიმართავს ნებართვის გამცემ ორგანოს და იქ განისაზღვრება, სად ჩატარდება ტურნირი. აქ საუბარია მაღალი კლასის სასტუმროებზე. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული ღონისძიებაა. ტურნირის მონაწილეებიც იმავე მაღალი კლასის სასტუმროში რჩებიან და ეს საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ღონისძიებაა“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„რატომ ვიღებთ ამ კანონს ასე დაჩქარებულად? თუ ამის აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო. თუ ასე არ არის, მაშინ ამ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა მონაცემების გადამოწმება, გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს. საინტერესოა, როგორი იქნება ამ ტურნირის სოციალური ფასიც“
„რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ორი კითხვა მაქვს: კანონით განისაზღვრება ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა. კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრში მონაწილეთა პროცენტული თანაფარდობა არის 30/70-ზე – ანუ 30 პროცენტი საქართველოს, ხოლო 70 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა. როგორ ხდება ამ ბალანსის დაცვა და გაანგარიშება? ხომ შეიძლება იყოს, მაგალითად, 3 უცხოელი და 1 ქართველი? რაც შეეხება მეორე კითხვას: კანონპროექტში ცოტა ბუნდოვანია ის მუხლი, რომელიც სათამაშო ტურნირების ჩატარების ადგილს განსაზღვრავს. კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრის გამართვა შეიძლება სამორინეში, კაზინოში და კიდევ „სხვა ადგილას“. რა იგულისხმება ამ სხვა ადგილში – ქუჩა, კონკრეტული თავშეყრის ადგილი თუ რა?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…