სოზარ სუბარი: საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. სოზარ სუბარის განცხადებით, დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღება გაუმართლებელია და საერთაშორისო ტურნირებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის კვოტა 5-10%-მდე უნდა შემცირდეს.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანის მართებულობაზე ისაუბრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი თქმით, მაშინ როცა აზარტული თამაშების მიმართ კანონი გამკაცრებულია, უპრიანი იქნება სპორტული ტურნირების ჩატარებისას მოსახლეობის მონაწილეობის პროცენტული წილი შემცირდეს.
სოზარ სუბარს არ მიჩნია მართებულად ისეთ კანონში ცვლილებების შეტანა დაჩქარებული წესით, რომელიც აზარტულ თამაშებს ეხება. შესაბამისი განმარტების გაკეთება მან დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შოთა ბერეკაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სთხოვა, სადაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილებოდა.
„წინა მოწვევის პარლამენტში, აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით, ძალიან გავამკაცრეთ კანონმდებლობა. თუ სწორად მახსოვს, თქვენ თქვით, რომ შესაძლოა ჩატარდეს აზარტული თამაშების ტურნირი, რომელშიც 10 ათასმა კაცმა მიიღოს მონაწილეობა. 10 000 კაცის 30% არის საქართველოს 3 000 მოქალაქე, რაც მოსახლეობის 0.1%-ია და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს არ არის იმ ტიპის კანონი, რომელიც არსებით მნიშვნელობას იძენს, და დაჩქარებული წესით რატომ ვიღებთ? თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას აქვს განზრახული ამ ტიპის ტურნირის ჩატარება, ცოტა ადრე დაგვეწყო განხილვები, რათა მეტი დრო ყოფილიყო მსჯელობისთვის,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შოთა ბერეკაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საუბარია არა რეგულაციების გამკაცრებაზე, არამედ საერთაშორისო ტურნირების მონიტორინგის განხორცილებაზე.
„დავიწყებ იმით, რომ ასეთი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება საქართველოში დღესაც შეიძლება. ჩვენ ვამკაცრებთ რეგულაციას და ვახორციელებთ მონიტორინგს და სწორედ ამიტომ არის, რომ 70% უცხოელი და 30% ქართველი უნდა იყოს. ასეთი ტიპის ტურნირები ტარდება ევროპულ ქალაქებში და ამ ტურნირებში ქართველებიც იღებენ მონაწილეობას. ეს არ არის კლასიკური აზარტული თამაში, ეს არის ტურნირი. მაგალითად, არსებობს პოკერის საერთაშორისო ტურნირები და მთელი მსოფლიოდან ჩადიან მოქალაქეები და იღებენ მონაწილეობას. იმისთვის, რომ ასეთი თამაშები საქართველოშიც ჩატარდეს, ვიღებთ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ყველა ის შეზღუდვა, რაც არსებობს ჩვენი კანონმდებლობით აზარტულ თამაშებთან მიმართებით, ძალაში რჩება. მაგალითად, ასაკობრივი შეზღუდვა, შავ სიაში მყოფი პირის მონაწილეობის შეზღუდვა, საჯარო მოხელის მონაწილეობის შეზღუდვა. მეტიც, ამას ემატება კიდევ ერთი დამატებითი შეზღუდვა, რომ ტურნირის მონაწილეების 70% უცხოელი უნდა იყოს. რაც შეეხება მონაწილეების რაოდენობის განსაზღვრას, ჩვენ განვსაზღვრავთ საპრიზო ფონდს და აქედან გამომდინარე, მონაწილეების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია. საპრიზო ფონდისთვის გათვალისწინებულია 3 მლნ ლარი და ეს ნიშნავს, რომ 3 000 ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. სწორედ საპრიზო ფონდი განსაზღვრავს ამას,“ - განაცხადა კომიტეტის თავმდომარემ.
პასუხის შემდეგ, სოზარ სუბარმა თემაზე დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება ტურნირებში მონაწილეთა წილის შემცირება.
„გასაგებია, რომ სპორტული ტურნირია, თუმცა მაინც აზარტულ თამაშებს ეხება. ჩემთვის რთული დასაჯერებელია, რომ ამ ტიპის ტურნირი არ იწვევდეს დამოკიდებულებას. ამიტომ, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის განსაზღვრული 30%-იანი წილი სასურველია შემცირდეს 10% ან 5%-მდე,”- დასძინა მან.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” წევრების ცალკეული შენიშვნა და ინიციატივა კანონპროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნა, და უმრავლესობამ აზარტული თამაშების ტურნირში მონაწილე უცხოელების სავალდებულო წილი 70%-დან 80%-მდე აწია, პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასოზარ სუბარი – „ხალხის ძალამ“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა
სოზარ სუბარი: “საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა”
ციტატები სტატიიდან
„წინა მოწვევის პარლამენტში, აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით, ძალიან გავამკაცრეთ კანონმდებლობა. თუ სწორად მახსოვს, თქვენ თქვით, რომ შესაძლოა ჩატარდეს აზარტული თამაშების ტურნირი, რომელშიც 10 ათასმა კაცმა მიიღოს მონაწილეობა. 10 000 კაცის 30% არის საქართველოს 3 000 მოქალაქე, რაც მოსახლეობის 0.1%-ია და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს არ არის იმ ტიპის კანონი, რომელიც არსებით მნიშვნელობას იძენს, და დაჩქარებული წესით რატომ ვიღებთ? თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას აქვს განზრახული ამ ტიპის ტურნირის ჩატარება, ცოტა ადრე დაგვეწყო განხილვები, რათა მეტი დრო ყოფილიყო მსჯელობისთვის,“
„დავიწყებ იმით, რომ ასეთი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება საქართველოში დღესაც შეიძლება. ჩვენ ვამკაცრებთ რეგულაციას და ვახორციელებთ მონიტორინგს და სწორედ ამიტომ არის, რომ 70% უცხოელი და 30% ქართველი უნდა იყოს. ასეთი ტიპის ტურნირები ტარდება ევროპულ ქალაქებში და ამ ტურნირებში ქართველებიც იღებენ მონაწილეობას. ეს არ არის კლასიკური აზარტული თამაში, ეს არის ტურნირი. მაგალითად, არსებობს პოკერის საერთაშორისო ტურნირები და მთელი მსოფლიოდან ჩადიან მოქალაქეები და იღებენ მონაწილეობას. იმისთვის, რომ ასეთი თამაშები საქართველოშიც ჩატარდეს, ვიღებთ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ყველა ის შეზღუდვა, რაც არსებობს ჩვენი კანონმდებლობით აზარტულ თამაშებთან მიმართებით, ძალაში რჩება. მაგალითად, ასაკობრივი შეზღუდვა, შავ სიაში მყოფი პირის მონაწილეობის შეზღუდვა, საჯარო მოხელის მონაწილეობის შეზღუდვა. მეტიც, ამას ემატება კიდევ ერთი დამატებითი შეზღუდვა, რომ ტურნირის მონაწილეების 70% უცხოელი უნდა იყოს. რაც შეეხება მონაწილეების რაოდენობის განსაზღვრას, ჩვენ განვსაზღვრავთ საპრიზო ფონდს და აქედან გამომდინარე, მონაწილეების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია. საპრიზო ფონდისთვის გათვალისწინებულია 3 მლნ ლარი და ეს ნიშნავს, რომ 3 000 ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. სწორედ საპრიზო ფონდი განსაზღვრავს ამას,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…