ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიმიტრი ხუნდაძე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონპროექტზე: თუ ამ კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ადრე უნდა დაგვეწყო. კანონში ცვლილებების მისაღებად საჭიროა მონაცემების გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეკონომიკურ სარგებელთან ერთად გასათვალისწინებელია ტურნირების სოციალური ფასიც.

დიმიტრი ხუნდაძე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონპროექტზე: თუ ამ კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ადრე უნდა დაგვეწყო. კანონში ცვლილებების მისაღებად საჭიროა მონაცემების გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს
დიმიტრი ხუნდაძე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონპროექტზე: თუ ამ კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ადრე უნდა დაგვეწყო. კანონში ცვლილებების მისაღებად საჭიროა მონაცემების გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანსიმედინიუსი

საინტერესოა, როგორი იქნება ამ ტურნირის სოციალური ფასი,- ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს შოთა ბერეკაშვილს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის განხილვისას.

დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ჩარჩოში აუცილებად უნდა მოექცეს და გაკონტროლდეს ასეთი ტიპის შეჯიბრებების გამართვის ადგილი.

„რატომ ვიღებთ ამ კანონს ასე დაჩქარებულად? თუ ამის აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო. თუ ასე არ არის, მაშინ ამ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა მონაცემების გადამოწმება, გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს. საინტერესოა, როგორი იქნება ამ ტურნირის სოციალური ფასიც.

რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ორი კითხვა მაქვს:

კანონით განისაზღვრება ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა. კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრში მონაწილეთა პროცენტული თანაფარდობა არის 30/70-ზე - ანუ 30 პროცენტი საქართველოს, ხოლო 70 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა. როგორ ხდება ამ ბალანსის დაცვა და გაანგარიშება? ხომ შეიძლება იყოს, მაგალითად, 3 უცხოელი და 1 ქართველი?

რაც შეეხება მეორე კითხვას: კანონპროექტში ცოტა ბუნდოვანია ის მუხლი, რომელიც სათამაშო ტურნირების ჩატარების ადგილს განსაზღვრავს.

კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრის გამართვა შეიძლება სამორინეში კაზინოში და კიდევ „სხვა ადგილას“. რა იგულისხმება ამ სხვა ადგილში - ქუჩა, კონკრეტული თავშეყრის ადგილი თუ რა?“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის საპასუხოდ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ

ტურნირის ჩატარების ლოკაციის განსაზღვრისთვის, ორგანიზატორი მიმართავს ნებართვის გამცემ ორგანოს და საუბარია მაღალი კლასის სასტუმროებზე. მისი განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება საკმაოდ მაღალშემოსავლიანია ქვეყნისთვის და ევროპის ბევრ ქვეყანაშია დაშვებული ამ ტიპის ღონისძიებები.

“რაც შეეხება ტურნირის ჩატარების ლოკაციას, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში მიმართავს ნებართვის გამცემ ორგანოს და იქ განისაზღვრება, სად ჩატარდება ტურნირი. აქ საუბარია მაღალი კლასის სასტუმროებზე. ეს საკმაოდ ძვირადღირებული ღონისძიებაა. ტურნირის მონაწილეებიც იმავე მაღალი კლასის სასტუმროში რჩებიან და ეს საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ღონისძიებაა,”- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოდიმიტრი ხუნდაძე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების კანონპროექტების შესახებ: „თუ ამ კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ადრე უნდა დაგვეწყო. კანონში ცვლილებების მისაღებად საჭროა მონაცემების გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება ტურნირის ჩატარების ლოკაციას, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში მიმართავს ნებართვის გამცემ ორგანოს და იქ განისაზღვრება, სად ჩატარდება ტურნირი. აქ საუბარია მაღალი კლასის სასტუმროებზე. ეს საკმაოდ ძვირადღირებული ღონისძიებაა. ტურნირის მონაწილეებიც იმავე მაღალი კლასის სასტუმროში რჩებიან და ეს საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ღონისძიებაა,“
შოთა ბერეკაშვილი
„რატომ ვიღებთ ამ კანონს ასე დაჩქარებულად? თუ ამის აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო. თუ ასე არ არის, მაშინ ამ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა მონაცემების გადამოწმება, გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს. საინტერესოა, როგორი იქნება ამ ტურნირის სოციალური ფასიც. რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ორი კითხვა მაქვს: კანონით განისაზღვრება ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა. კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრში მონაწილეთა პროცენტული თანაფარდობა არის 30/70-ზე - ანუ 30 პროცენტი საქართველოს, ხოლო 70 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა. როგორ ხდება ამ ბალანსის დაცვა და გაანგარიშება? ხომ შეიძლება იყოს, მაგალითად, 3 უცხოელი და 1 ქართველი? რაც შეეხება მეორე კითხვას: კანონპროექტში ცოტა ბუნდოვანია ის მუხლი, რომელიც სათამაშო ტურნირების ჩატარების ადგილს განსაზღვრავს. კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრის გამართვა შეიძლება სამორინეში კაზინოში და კიდევ „სხვა ადგილას“. რა იგულისხმება ამ სხვა ადგილში - ქუჩა, კონკრეტული თავშეყრის ადგილი თუ რა?“
დიმიტრი ხუნდაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოზარ სუბარი: “საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები