თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ და რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს. შეთანხმება სტუდენტებში თავდაცვის სფეროში მოხალისეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს ხელი.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია აკადემიურ სივრცეში თავდაცვისა და უსაფრთხოების კულტურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება ეროვნული თავდაცვის ინიციატივებში. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო და სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ სტუდენტებმა შეიძინონ შესაბამისი ცოდნა, უნარები და მოტივაცია, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქეებმა, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საქმეში. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროექტი სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სსიპ „თავდაცვის მოხალისესა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თემატურ თანამშრომლობას. მისი მიზანია თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება, რაც, აღნიშნული მიმართულებით, ახალგაზრდების ჩართულობას შეუწყობს ხელს. შეთანხმების საფუძველზე იგეგმება სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები და ერთობლივი ღონისძიებები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას თავდაცვის უწყებისა და უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და სტუდენტები დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…