ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ეროლ ოზვარმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, სტუდენტთა მობილობასა და დიპლომების აღიარებას ითვალისწინებს.

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელიიმედინიუსი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ეროლ ოზვარმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, აგრეთვე აკადემიური ხარისხებისა და დიპლომების აღიარების საკითხებზე თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტის მოადგილე, პროფესორი ნაჯი გუნდოღანი. ჯგუფი იმუშავებს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის, აკადემიური თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარების საკითხებზე.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის ახალი საუნივერსიტეტო პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაზე.

თავის მხრივ, ეროლ ოზვარმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობების გაფართოებას.

მხარეებმა ასევე განიხილეს თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველოლოგიური მიმართულებებისა და აკადემიური პროგრამების განვითარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას და აკადემიური კავშირების გაძლიერებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები