ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობა, მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელება და ორგანიზაციის რეფორმა.

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდაინტერპრესნიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებას.

„შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა გაეროს დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ორგანიზაციის რეფორმა, რომელიც გენერალური მდივნის „UN80 ინიციატივის" ფარგლებში ხორციელდება. მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წელს დაგეგმილი გაეროს მაღალი დონის ღონისძიებები და მათთან დაკავშირებით საქართველოს ძირითადი პრიორიტეტები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.