მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი განახორციელა. მერიის ცნობით, მოვაჭრეებმა გაფრთხილებები არ შეასრულეს, ხოლო თავად გარემოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ მათთვის ალტერნატიული ადგილი არ შეუთავაზებიათ.

28 ოქტომბრის 2:00 საათზე, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა.
ადგილიდან კადრები ციფრულმა გამოცემამ „ამბები ფოთიდან“ გაავრცელა. ვიდეომასალაში ერთ-ერთი მოვაჭრე აღნიშნავს, რომ მუნიციპალური ინსპექცია ადგილზე მანამდეც იყო მისული, თუმცა მაშინ დახლების აღება გადაიდო, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი მათთან ამ საკითხზე კომუნიკაცია აღარ ყოფილა.
ამასთან, მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათთვის ალტერნატიული სავაჭრო ადგილი არავის შეუთავაზებია.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება თბილისის მერიამაც გაავრცელა. უწყების განმარტებით, დემონტაჟამდე მოვაჭრეებს არაერთი გაფრთხილება მიეცათ, თუმცა ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინსპექცია საჯარო სივრცეებში უკანონო გარევაჭრობისა და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად ინტენსიურ მონიტორინგს განაგრძობს.
„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროსადგურების მიმდებარედ, უკანონო გარევაჭრობის და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად, ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს.
მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ, სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ისნპექციამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა და ტერიტორია სრულად მოაწესრიგა.
ინსპექციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და საჯარო სივრცეში უკანონო საქმიანობას თვითნებურად განაგრძობენ.
უკანონო გარე ვაჭრობა და უნებართვოდ კონსტრუქციების განთავსება ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილებას, ქმნის ანტისანიტარიას და იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.
მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს. უკანონო გარეაჭრობის და საჯარო სივრცეების შეზღუდვის არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა მსგავს შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, მეტრო „მარჯანიშვილის“ ტერიტორიაზე ძირითადად ბუკინისტური წიგნები, ყვავილები და სხვადასხვა წვრილმანი ნივთები იყიდებოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროსადგურების მიმდებარედ, უკანონო გარევაჭრობის და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად, ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს. მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ, სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ისნპექციამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა და ტერიტორია სრულად მოაწესრიგა. ინსპექციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და საჯარო სივრცეში უკანონო საქმიანობას თვითნებურად განაგრძობენ. უკანონო გარე ვაჭრობა და უნებართვოდ კონსტრუქციების განთავსება ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილებას, ქმნის ანტისანიტარიას და იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს. უკანონო გარეაჭრობის და საჯარო სივრცეების შეზღუდვის არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა მსგავს შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…