ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არეულობის მონაწილეებს ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებს

საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებს არეულობისას მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, 10 000 ევრომდე ჯარიმასა და სოციალური დახმარების შეჩერებას ავალდებულებს. დოკუმენტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნა.

საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არეულობის მონაწილეებს ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებს
საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არეულობის მონაწილეებს ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებსრუსთავი 2

საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო გამოსვლების დროს მიყენებული ზიანისთვის ფინანსური პასუხისმგებლობა აქციის მონაწილეებს დაეკისრებათ. კანონპროექტი 10 000 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს, ასევე სოციალური დახმარების შეჩერების საშუალებას იძლევა.

უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ამ კანონმდებლობამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას პროტესტის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას.

მედიის ცნობით, კანონპროექტი მაისში, "უეფას" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "პარი სენ-ჟერმენის" "არსენალზე" გამარჯვების შემდეგ განვითარებული არეულობის საპასუხოდ შემუშავდა.

თუმცა, ამ კანონპროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც უთანასწორობისა და მკვეთრად გაზრდილი ფასების წინააღმდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, 17 ოქტომბერს საფრანგეთის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ძალადობაში გადაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით ათასობით ბიზნეს ობიექტი დაზიანდა და გაძარცვეს.

სენატმა კანონპროექტის გაფართოებულ ვერსიას 229 ხმით 105-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კანონპროექტს მემარჯვენე და ცენტრისტულმა ალიანსმა დაუჭირა მხარი, რომლებსაც სენატში უმრავლესობა აქვს.

შემდგომი განხილვისა და კენჭისყრისთვის კანონპროექტი ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნა, სადაც საფრანგეთის სხვადასხვა პოლიტიკური ძალები არიან წარმოდგენილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტს მხარი დაუჭირა - "ქართული ოცნება" დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე საუბრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები