ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგო თევზაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვისსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვისფედერალისტები

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ საბჭოთა რევანშის აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებს, რაზეც მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მას საქმეზე გადასვლისკენ მოუწოდა.

თენგო თევზაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს
თენგო თევზაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგესTV პირველი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს“ — ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მან ეს პირობა სასამართლოს პლენუმის წინაშე დადო და მოსამართლეებსაც მოუწოდა, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად იგივე გააკეთონ.

„1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მე ვარ ამაყი, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვიცავ იმ ღირებულებებს, რა იდეითაც საარჩევნო ყუთთან მაშინ საქართველოს მოქალაქე მივიდა. მაშინ მთავარ მიზანს სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენა და 1921 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობის აღდგენა წარმოადგენდა. ვემსახურები იმავე იდეას და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს. ალბათ, პლენუმის წევრებიც მეთანხმებით, რომ თქვენც იმავეს გააკეთებთ“,- განაცხადა თენგო თევზაძემ.

ამ განცხადების შემდეგ, თევზაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიმართა და მოუწოდა „საქმეზე გადასულიყო“.

„გასაგებია ამ დღის მნიშვნელობა, მაგრამ არანაირ „საბჭოთა რევანში“ და ასეთი საუბრები არ გინდათ. საქმეზე გადადით“,- აღნიშნა ნადარაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე სასამართლო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს ისმენს. საქმეს, რომელიც პარლამენტის 88 წევრის სარჩელის საფუძველზე 21 ოქტომბრიდან განიხილება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით სწავლობს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ აკრძალვას ითხოვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითენგო თევზაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს
  2. პირველი არხისამთავრობოთენგო თევზაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს“
თენგო თევზაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა დღეს განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები