პარტიების აკრძალვის სარჩელზე, საკონსტიტუციო სასამართლოში “კოალიცია ცვლილებისთვის” ინტერესებს ნიკა გვარამია, თენგო თევზაძე, მაია კოპალეიშვილი, გიგა ლემონჯავა და მარიკა არევაძე დაიცავენ
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინტერესებს ნიკა გვარამია, თენგო თევზაძე, მაია კოპალეიშვილი, გიგა ლემონჯავა და მარიკა არევაძე დაიცავენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლები იქნებიან: ნიკა გვარამია; თენგო თევზაძე; მაია კოპალეიშვილი; გიგა ლემონჯავა და მარიკა არევაძე. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ახალი“ ავრცელებს.
21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვას იწყებს. არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.