ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? – რიმა ბერაძე გარემოვაჭრეების ბრალდებებს პასუხობს

ქართული ოცნებათბილისის მერია

მარჯანიშვილის მეტროსთან დახლების აღების შემდეგ გარემოვაჭრემ რიმა ბერაძე კალაძისთვის ხმების შეგროვებაში და მოტყუებაში დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მეყვავილეებთან შეხება არ ჰქონია და გადაწყვეტილება მერიამ მიიღო.

მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? – რიმა ბერაძე გარემოვაჭრეების ბრალდებებს პასუხობს
მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? – რიმა ბერაძე გარემოვაჭრეების ბრალდებებს პასუხობსალია

“ქართული ოცნების” დეპუტატი რიმა ბერაძე იმ გარემოვაჭრეების ბრალდებებს პასუხობს, რომლებსაც გვიან ღამით, “მარჯანიშვილის მეტროს” წინ ყვავილების გაყიდვა აუკრძალეს და დახლები ააღებინეს.

ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი გარემოვაჭრე ამბობს, რომ “ოცნებამ” ისინიც მოატყუა.

“რიმა ბერაძე აქ აღარ მოვიდეს, კალაძისთვის ხმებს რომ აგროვებდა, მაშინ ხომ კარგები ვიყავით?”- აცხადებს გარემოვაჭრე.

დეპუტატი “პირველების” კითხვის საპასუხოდ ამტკიცებს, რომ გარემოვაჭრეებთან შეხება არ ჰქონია და მათთვის არც ხმების მობილიზება უთხოვია.

,,მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? ქალაქის მერიის გადაწყვეტილებაა ეს [გარემოვაჭრეების ადგილიდან გაყვანა] და მიმართეთ ქალაქის მერიას და გაგცემენ პასუხს… ჩუღურეთელები არც არიან ისინი, ერთი ეს, და მე არანაირი გავლენა არ მექნება არაჩუღუირეთელზე და ეს როდის იყო, სამი წლის უკან? არასწორი ინფორმაცია გაქვთ… კანონი დაეხმარება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს თბილისის მერია, დავეხმარებით იმ ნაწილში,” – ამბობს რიმა ბერაძე.

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე თბილისის მერიის ინსპექციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ისინი გარემოვაჭრეებს ვაჭრობის განახლების საშუალებას არ აძლევენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიმე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? - რიმა ბერაძე ბრალდებებს პასუხობს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ხმაური მარჯანიშვილის მეტროსთან – გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები