ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? - რიმა ბერაძე ბრალდებებს პასუხობს

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რიმა ბერაძე მარჯანიშვილის მეტროსთან დახლების აღების შემდეგ გარემოვაჭრეების ბრალდებებს პასუხობს და ამტკიცებს, რომ მათთან შეხება არ ჰქონია, არც ხმების შეგროვება უთხოვია და ეს თბილისის მერიის გადაწყვეტილებაა.

მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? - რიმა ბერაძე ბრალდებებს პასუხობს
მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? - რიმა ბერაძე ბრალდებებს პასუხობსTV პირველი

"ქართული ოცნების" დეპუტატი რიმა ბერაძე იმ გარემოვაჭრეების ბრალდებებს პასუხობს, რომლებსაც გვიან ღამით, "მარჯანიშვილის მეტროს" წინ ყვავილების გაყიდვა აუკრძალეს და დახლები ააღებინეს.

ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი გარემოვაჭრე ამბობს, რომ "ოცნებამ" ისინიც მოატყუა.

"რიმა ბერაძე აქ აღარ მოვიდეს, კალაძისთვის ხმებს რომ აგროვებდა, მაშინ ხომ კარგები ვიყავით?"- აცხადებს გარემოვაჭრე.

დეპუტატი "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამტკიცებს, რომ გარემოვაჭრეებთან შეხება არ ჰქონია და მათთვის არც ხმების მობილიზება უთხოვია.

მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? ქალაქის მერიის გადაწყვეტილებაა ეს [გარემოვაჭრეების ადგილიდან გაყვანა] და მიმართეთ ქალაქის მერიას და გაგცემენ პასუხს... ჩუღურეთელები არც არიან ისინი, ერთი ეს, და მე არანაირი გავლენა არ მექნება არაჩუღუირეთელზე და ეს როდის იყო, სამი წლის უკან? არასწორი ინფორმაცია გაქვთ... კანონი დაეხმარება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს თბილისის მერია, დავეხმარებით იმ ნაწილში, - ამბობს რიმა ბერაძე.

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე თბილისის მერიის ინსპექციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ისინი გარემოვაჭრეებს ვაჭრობის განახლების საშუალებას არ აძლევენ.

გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც გუშინ ღამით მათი დახლები აშალეს და პროდუქციის ნაწილი ნაგავსაყრელზე გადაუყარეს.

მოსულა, ერთი, ვინმე და 41 შემოხაზეო, უთქვამს!... რომელიმე ჩამოსულა პლეხანოვიდან და მოსულა?... რიმა ბერაძეს ნახე რა ვუქნა!, - თქვა გუშინ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციურიმე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? – რიმა ბერაძე გარემოვაჭრეების ბრალდებებს პასუხობს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რიმა ბერაძე აქ აღარ მოვიდეს, კალაძისთვის ხმებს რომ აგროვებდა, მაშინ ხომ კარგები ვიყავით?“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ხმაური მარჯანიშვილის მეტროსთან – გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები