გარემოვაჭრე: მთავრობაა ეგი? ესენი არიან ყაჩაღები... ხუთი შვილი რითი ვარჩინო? (ვიდეო)
ერთ-ერთი გარემოვაჭრის თქმით, მუნიციპალური ინსპექცია აქამდეც იყო მისული, მაგრამ დახლების აღება გადაიდო, და ბოლო 2 დღის განმავლობაში მათ ამ თემაზე აღარავინ დაჰკავშირებია.
27 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეების დახლები აიღო.
ერთ-ერთი გარემოვაჭრის თქმით, მუნიციპალური ინსპექცია აქამდეც იყო მისული, მაგრამ დახლების აღება გადაიდო, და ბოლო 2 დღის განმავლობაში მათ ამ თემაზე აღარავინ დაჰკავშირებია.
თბილისის მერიას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. როგორც „პუბლიკას“ უწყებაში უთხრეს, გარევაჭრობა აკრძალულია და მოვაჭრეებთან დახლების აღებაზე მოლაპარაკება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
წყარო: ამბები ფოთიდან
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…