იუსტიციის მინისტრის მოადგილე "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონზე: განჭვრეტადი კანონმდებლობა და გამჭვირვალე პროცედურები ბიზნესს საქმიანობის უფრო დაცულად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავას განცხადებით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და საჯარო რეესტრის სტანდარტიზებული პროცედურები ბიზნესს საშუალებას აძლევს, იურიდიული ხარჯების გარეშე, უფრო დაცულად იმოქმედოს.

"პირველ რიგში, ეს არის კანონი, რომელიც უფრო მკაფიოდ არეგულირებს ყველა იმ აუცილებელ უფლებასა და მოვალეობას, რაც მნიშვნელოვანია კომერციული საქმიანობისთვის. კანონმდებლობის განჭვრეტადობა დაცვის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტია. შესაბამისად, პირმა, რომელიც გადაწყვეტს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, წინასწარ იცის, რას მოითხოვს მისგან „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და რა ვალდებულებებს განუსაზღვრავს", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
თამარ ზოდელავას თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ბიზნესსუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტიზებული პროცედურები და წესდება, რაც მათ საშუალებას აძლევს, დამატებითი იურიდიული მომსახურების გარეშე მოაწესრიგონ შესაბამისი ურთიერთობები და დაზოგონ ფინანსური რესურსი.
"ერთი მხრივ, ეს არის განჭვრეტადი კანონი, მეორე მხრივ კი, გამჭვირვალე და სტანდარტიზებული პროცედურები. ბიზნესსუბიექტებს შეუძლიათ, სტანდარტული შაბლონების საშუალებით მოაწესრიგონ ის ურთიერთობები, რომლებიც მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია. ეს მათ საშუალებას აძლევს, უფრო დაცულად ჩაერთონ სამოქალაქო ურთიერთობებში და განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა", – განმარტა თამარ ზოდელავამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიათამარ ზოდელავა „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე: მისი მთავარი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ დაცული იყოს ბიზნესი და სამეწარმეო სუბიექტები
თამარ ზოდელავა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე: განჭვრეტადი კანონმდებლობა და გამჭვირვალე პროცედურები ბიზნესს საქმიანობის უფრო დაცულად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს
ციტატები სტატიიდან
„პირველ რიგში, ეს არის კანონი, რომელიც უფრო მკაფიოდ არეგულირებს ყველა იმ აუცილებელ უფლებასა და მოვალეობას, რაც მნიშვნელოვანია კომერციული საქმიანობისთვის. კანონმდებლობის განჭვრეტადობა დაცვის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტია. შესაბამისად, პირმა, რომელიც გადაწყვეტს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, წინასწარ იცის, რას მოითხოვს მისგან „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და რა ვალდებულებებს განუსაზღვრავს“
„ერთი მხრივ, ეს არის განჭვრეტადი კანონი, მეორე მხრივ კი, გამჭვირვალე და სტანდარტიზებული პროცედურები. ბიზნესსუბიექტებს შეუძლიათ, სტანდარტული შაბლონების საშუალებით მოაწესრიგონ ის ურთიერთობები, რომლებიც მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია. ეს მათ საშუალებას აძლევს, უფრო დაცულად ჩაერთონ სამოქალაქო ურთიერთობებში და განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…