ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბიზნესსუბიექტებს, რომლებმაც 2026 წლის 1 აპრილამდე კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულეს, შესაძლებლობა აქვთ, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია

რუსთავი 2

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავას განცხადებით, ბიზნესსუბიექტები, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული ექნებათ და მონაცემებს 2027 წლის 1 აპრილამდე არ განაახლებენ, გაუქმდებიან. მანამდე მათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მონაცემების მოწესრიგების ვადა აქვთ.

ბიზნესსუბიექტებს, რომლებმაც 2026 წლის 1 აპრილამდე კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულეს, შესაძლებლობა აქვთ, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია
ბიზნესსუბიექტებს, რომლებმაც 2026 წლის 1 აპრილამდე კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულეს, შესაძლებლობა აქვთ, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გაიარონ ხელახალი რეგისტრაციარუსთავი 2

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის საქმიანობის შეჩერება გაუქმებას არ ნიშნავს. შეჩერებული სტატუსის მქონე ბიზნესსუბიექტებს შეზღუდული აქვთ გარკვეულ შესაძლებლობებზე წვდომა. მათ შორის, ვერ სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით, ვერ აახლებენ ამონაწერს და ვერ ახორციელებენ აქტიურ ბიზნესსაქმიანობას. შესაბამისად, მათ, ვისაც სურს, რომ ბიზნესსუბიექტი მოქმედი იყოს, აქვთ შესაძლებლობა, დადგენილ ვადაში მოაწესრიგონ სარეგისტრაციო მონაცემები. კიდევ ერთხელ განვმარტავ, 2027 წლის 1 იანვარი მნიშვნელოვანი თარიღია", – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ბიზნესკურიერში".

თამარ ზოდელავას განმარტებით, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც კვლავ შეჩერებული ექნებათ სტატუსი და მონაცემები არ ექნებათ განახლებული, გაეგზავნებათ შეტყობინება და მიეცემათ დამატებით სამთვიანი ვადა, 2027 წლის 1 აპრილამდე:

"ეს იქნება საბოლოო ვადა იმ სუბიექტებისთვის, რომლებსაც სურთ, სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; 2027 წლის 1 აპრილს კი, ის ბიზნესსუბიექტები გაუქმდებიან, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული ექნებათ და სარეგისტრაციო მონაცემები არ ექნებათ განახლებული", - განაცხადა თამარ ზოდელავამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის საქმიანობის შეჩერება გაუქმებას არ ნიშნავს. შეჩერებული სტატუსის მქონე ბიზნესსუბიექტებს შეზღუდული აქვთ გარკვეულ შესაძლებლობებზე წვდომა. მათ შორის, ვერ სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით, ვერ აახლებენ ამონაწერს და ვერ ახორციელებენ აქტიურ ბიზნესსაქმიანობას. შესაბამისად, მათ, ვისაც სურს, რომ ბიზნესსუბიექტი მოქმედი იყოს, აქვთ შესაძლებლობა, დადგენილ ვადაში მოაწესრიგონ სარეგისტრაციო მონაცემები. კიდევ ერთხელ განვმარტავ, 2027 წლის 1 იანვარი მნიშვნელოვანი თარიღია“
თამარ ზოდელავა
„ეს იქნება საბოლოო ვადა იმ სუბიექტებისთვის, რომლებსაც სურთ, სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; 2027 წლის 1 აპრილს კი, ის ბიზნესსუბიექტები გაუქმდებიან, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული ექნებათ და სარეგისტრაციო მონაცემები არ ექნებათ განახლებული“
თამარ ზოდელავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ზოდელავა „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე: მისი მთავარი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ დაცული იყოს ბიზნესი და სამეწარმეო სუბიექტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები