თამარ ზოდელავა: რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, სახელმწიფოს ჰქონდეს სრული მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება, პროექტები და პოლიტიკური მიმართულებები
თამარ ზოდელავას განცხადებით, 2022 წლიდან 430 000-ზე მეტი ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა, ხოლო 146 500-ზე მეტმა სტანდარტული წესდება გამოიყენა.

"ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტს შევთავაზოთ სამართლებრივი ჩარჩო და დაცვის მაღალი მექანიზმი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შესთავაზა "მეწარმეთა შესახებ" კანონმა ბიზნესს, გახლავთ სტანდარტული წესდება და 146.500-ზე მეტი ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა სწორედ სტანდარტული წესდების გამოყენებით. ეს წესდება არეგულირებს ნებისმიერ საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაცვისთვის. ამასთან, ის ზოგავს იურიდიული მომსახურებისას ხარჯებს", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ "იმედის დილის" ეთერში განაცხადა.
თამარ ზოდელავას ინფორმაციით, ყოველმა მესამე ბიზნესსუბიექტმა სწორედ სტანდარტული წესდება გამოიყენა თავის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.
"დღეის მდგომარეობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან დარეგისტრირებულია 430 000-ზე მეტი მეტი ბიზნესსუბიექტი, მათ შორის, 82 000-მა მოიყვანა შესაბამისობაში თავისი სარეგისტრაციო მონაცემები ახალ კანონთან", – განაცხადა მან.
თამარ ზოდელავამ რეფორმის მიზნებიც განმარტა:
"რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს სრული და სანდო მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში, და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება, პროექტები და პოლიტიკური მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ბაზრის დივერსიფიკაციას".
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტს შევთავაზოთ სამართლებრივი ჩარჩო და დაცვის მაღალი მექანიზმი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შესთავაზა "მეწარმეთა შესახებ" კანონმა ბიზნესს, გახლავთ სტანდარტული წესდება და 146.500-ზე მეტი ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა სწორედ სტანდარტული წესდების გამოყენებით. ეს წესდება არეგულირებს ნებისმიერ საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაცვისთვის. ამასთან, ის ზოგავს იურიდიული მომსახურებისას ხარჯებს“
„დღეის მდგომარეობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან დარეგისტრირებულია 430 000-ზე მეტი მეტი ბიზნესსუბიექტი, მათ შორის, 82 000-მა მოიყვანა შესაბამისობაში თავისი სარეგისტრაციო მონაცემები ახალ კანონთან“
„რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს სრული და სანდო მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში, და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება, პროექტები და პოლიტიკური მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ბაზრის დივერსიფიკაციას“
„კანონმა ბიზნესს, გახლავთ სტანდარტული წესდება და 146.500-ზე მეტი ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა სწორედ სტანდარტული წესდების გამოყენებით. ეს წესდება არეგულირებს ნებისმიერ საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაცვისთვის. ამასთან, ის ზოგავს იურიდიული მომსახურებისას ხარჯებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…