თამარ ზოდელავა „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე: მისი მთავარი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ დაცული იყოს ბიზნესი და სამეწარმეო სუბიექტები
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავას განცხადებით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ფარგლებში უკვე 426 ათასი ბიზნესსუბიექტი მოქმედებს. მისი თქმით, ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მყოფი ახალი კანონმდებლობა და შეთავაზებული სტანდარტული წესდება ბიზნესის დაცვას უზრუნველყოფს.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 1 იანვარს. წინა კანონმდებლობაში ძალიან ბევრი ხარვეზი იყო და იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვა, ბიზნესი ვითარდება, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, სწორედ მათი მაღალი დაცვისთვის შემუშავებულიყო ახალი კანონი. აღნიშნული კანონი, ასევე, სრულად თანხვედრაშია ევროდირექტივებთან. ეს კი კიდევ ერთი შესაძლებლობა არის ბიზნესის მონაწილეებისათვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს, ერთი მხრივ, ევროპული ბაზარი, ხოლო თავად ევროპული კომპანიებისთვის განჭვრეტადი არის ის საკანონმდებლო ჩარჩო, ანუ რეგულაციები, რომლებიც მოქმედებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ბაზარზე“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მეწარმე სუბიექტების ინტერესი არის მაღალი და ამას ცხადყოფს მომართვიანობა. დღეის მდგომარეობით, გვყავს 426 ათასი ბიზნესსუბიექტი, რომელიც უკვე მოქმედებს ახალი კანონმდებლობის ფარგლებში და სრულად სარგებლობს იმ მაღალი დაცვით, რომელიც არის ამ კანონით განსაზღვრული“, – განმარტა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
თამარ ზოდელავას თქმით, სარეგისტრაციო პროცესში მეწარმე სუბიექტებისთვის შემუშავებულია სტანდარტული წესდება, რომელიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული:
„სტანდარტული წესდება, რა თქმა უნდა, შეთავაზებული არის ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო პროცესში, რაც გულისხმობს, რომ მათ შეუძლიათ, სტანდარტული წესდებით მოაწესრიგონ ის ყველა უფლება და მოვალეობა, რაც დაცვისთვის არის მნიშვნელოვანი; ასევე, დაზოგონ დრო და იურიდიული მომსახურების საფასური. ამის გარდა, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახალ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს და, ამ შემთხვევაში, ბიზნესს. ეს არის ციფრული სერვისები, გამარტივებული სერვისები, რათა მათ ძალიან მცირე დროში და ბარიერების გარეშე შეძლონ რეგისტრაცია, არა მხოლოდ რეგისტრაციის ნებისმიერი ბიზნესტრანზაქციის დროული დასრულება“,-განაცხადა თამარ ზოდელავამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიათამარ ზოდელავა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე: განჭვრეტადი კანონმდებლობა და გამჭვირვალე პროცედურები ბიზნესს საქმიანობის უფრო დაცულად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონზე: განჭვრეტადი კანონმდებლობა და გამჭვირვალე პროცედურები ბიზნესს საქმიანობის უფრო დაცულად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს
ციტატები სტატიიდან
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 1 იანვარს. წინა კანონმდებლობაში ძალიან ბევრი ხარვეზი იყო და იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვა, ბიზნესი ვითარდება, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, სწორედ მათი მაღალი დაცვისთვის შემუშავებულიყო ახალი კანონი. აღნიშნული კანონი, ასევე, სრულად თანხვედრაშია ევროდირექტივებთან. ეს კი კიდევ ერთი შესაძლებლობა არის ბიზნესის მონაწილეებისათვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს, ერთი მხრივ, ევროპული ბაზარი, ხოლო თავად ევროპული კომპანიებისთვის განჭვრეტადი არის ის საკანონმდებლო ჩარჩო, ანუ რეგულაციები, რომლებიც მოქმედებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ბაზარზე“
„მეწარმე სუბიექტების ინტერესი არის მაღალი და ამას ცხადყოფს მომართვიანობა. დღეის მდგომარეობით, გვყავს 426 ათასი ბიზნესსუბიექტი, რომელიც უკვე მოქმედებს ახალი კანონმდებლობის ფარგლებში და სრულად სარგებლობს იმ მაღალი დაცვით, რომელიც არის ამ კანონით განსაზღვრული“
„სტანდარტული წესდება, რა თქმა უნდა, შეთავაზებული არის ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო პროცესში, რაც გულისხმობს, რომ მათ შეუძლიათ, სტანდარტული წესდებით მოაწესრიგონ ის ყველა უფლება და მოვალეობა, რაც დაცვისთვის არის მნიშვნელოვანი; ასევე, დაზოგონ დრო და იურიდიული მომსახურების საფასური. ამის გარდა, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახალ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს და, ამ შემთხვევაში, ბიზნესს. ეს არის ციფრული სერვისები, გამარტივებული სერვისები, რათა მათ ძალიან მცირე დროში და ბარიერების გარეშე შეძლონ რეგისტრაცია, არა მხოლოდ რეგისტრაციის ნებისმიერი ბიზნესტრანზაქციის დროული დასრულება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…