ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო 6:3, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, რითაც 56,085 დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგში მინიმუმ 108-ე ადგილამდე დაწინაურდება.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
ჩვენებურმა მეოთხედფინალში 38 წლის ფრანგს, მსოფლიოს 79-ე ნომერ ადრიან მანარინოს ორ სეტში 6:3, 6:1 სძლია. ნიკოლოზის ანგარიშზე 11 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა დაფიქდირდა. მან 4 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუკარგავს.
ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქის ვინაობას მოგვიანებით გასამართი სტეფანოს ციციპასისა და ჯეიმს დაკვორტის შეხვედრა გაარკვევს.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა LIVE რეიტინგში 566 ქულა დააგროვა და მომავალი კვირიდან 128-ედან მინიმუმ 108-ე ადგილამდე დაწინაურდება. თუ ის ნახევარფინალშიც იმარჯვებს, კიდევ 65 ქულას მოუყრის თავს და ასეულში დაბრუნება გარანტირებული ექნება.
ATP-ის ოფიციალური საიტის მონაცემებით, ბასილაშვილმა ნახევარფინალში გასვლით 56,085$ გამოიმუშავა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…