ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნავთობისა და გაზის კორპორაციას შესაძლოა ლიკვიდობის პრობლემა დაუდგეს - აუდიტი მთავრობას აფრთხილებს

საქართველოს მთავრობაფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობას აფრთხილებს, რომ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შესაძლოა ლიკვიდობის პრობლემა დაუდგეს და ბიუჯეტიდან დაფინანსება დასჭირდეს. დასკვნის თანახმად, რისკის მთავარი მიზეზი მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის მრავალმილიონიანი სუბსიდირებაა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციას შესაძლოა ლიკვიდობის პრობლემა დაუდგეს - აუდიტი მთავრობას აფრთხილებს
ნავთობისა და გაზის კორპორაციას შესაძლოა ლიკვიდობის პრობლემა დაუდგეს - აუდიტი მთავრობას აფრთხილებსBM.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობას აფრთხილებს რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას - "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" (GOGC) შესაძლოა ლიკვიდობის პრობლემა დაუდგეს და აღნიშნულის გამო, ცენტრალურ ბიუჯეტს მისთვის სპეციალური დაფინანსების გამოყოფა დასჭირდეს. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ანგარიშში, რომელიც აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ GOGC წლებია ახდენს სოციალური სექტორისთვის (მოსახლეობისთვის) გაზის ტარიფის სუბსიდირებას, რაც მას ასობით მილიონი ლარის მიუღებელი შემოსავალი უჯდება, რისი გათვალისწინებითაც კორპორაციას კაპიტალის მუდმივი საჭიროება აქვს.

"სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. საწარმოს კორპორაციული განზრახვის

განაცხადებში აღნიშნულია, რომ კომპანიას მომავალში შესაძლოა დაუდგეს ლიკვიდურობის

შენარჩუნების რისკები, სხვადასხვა გარემოებათა გამო, როგორებიცაა:

სოციალური გაზის სექტორის სუბსიდირება;

არსებული „სატარიფო მეთოდოლოგიის“ პირობებში, მშენებლობისა და

რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება;

კომერციული სექტორის ცალკეულ მომხმარებელზე საქართველოს მთავრობის მიერ

განსაზღვრულ ფასად ბუნებრივი გაზის მიწოდება;

„კორპორაციის“ და/ან „კორპორაციის“ შვილობილი საწარმოების წინაშე მესამე პირების

მხრიდან არსებული დავალიანების და/ან დამდგარი ფინანსურ-მატერიალური

პასუხისმგებლობის სრულად, ან ნაწილობრივ ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება, წარედგინა თუ არა განსახილველად საქართველოს მთავრობას შესაბამისი წინადადება აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე, ინფორმაცია არ არის ასახული 2025 წელს გამოქვეყნებულ სახელმწიფო საწარმოთა აგრეგირებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, რისკის საერთო რეიტინგით კორპორაცია 2022-2024 წლებში შეფასებული იყო, როგორც ─ საშუალო რისკიანი,"- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს კორპორაციას მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის სუბსიდირება 135 მილიონი ლარი დაუჯდა; 2024 წელს ეს თანხა 93 მილიონი ლარი იყო; 2023 წელს 302 მილიონი ლარი; 2022 წელს კი 337 მილიონი ლარი; 2021 წელს 301 მილიონი ლარი; 2020 წელს კი 198 მილიონი ლარი. შესაბამისად, ბოლო 5 წელში კორპორაციამ ტარიფის სუბსიდირების გამო 1.17 მილიარდი ლარი ვერ მიიღო. ამის გამო 2022 წელს კორპორაციაში ლიკვიდობის პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც ორგანიზაციამ დახმარებისთვის ფინანსთა სამინისტროს მიმართა, რომელმაც მას 2022 წლის დეკემბერში 230 მილიონი ლარის სესხი გამოუყო. თავდაპირველად ითქვა რომ კრედიტი ერთწლიანი იყო და კორპორაცია მას ერთ წელში დაფარავდა, თუმცა როგორც ირკვევა კომპანიაში კაპიტალის პრობლემები გრძელდება და სესხი ამ დრომდე არ არის დაფარული. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ GOGC-ს ამ დრომდე აქვს დასაფარი 110 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, რომლის დაფარვაც 2027 წლის ბოლომდე გადავადდა.

თუმცა, ამის პარალელურად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობას აფრთხილებს, რომ სოციალური გაზის ტარიფის სუბსიდირების გამო კორპორაცია შესაძლოა ლიკვიდობის პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. საწარმოს კორპორაციული განზრახვის განაცხადებში აღნიშნულია, რომ კომპანიას მომავალში შესაძლოა დაუდგეს ლიკვიდურობის შენარჩუნების რისკები, სხვადასხვა გარემოებათა გამო, როგორებიცაა: სოციალური გაზის სექტორის სუბსიდირება; არსებული „სატარიფო მეთოდოლოგიის“ პირობებში, მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება; კომერციული სექტორის ცალკეულ მომხმარებელზე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფასად ბუნებრივი გაზის მიწოდება; „კორპორაციის“ და/ან „კორპორაციის“ შვილობილი საწარმოების წინაშე მესამე პირების მხრიდან არსებული დავალიანების და/ან დამდგარი ფინანსურ-მატერიალური პასუხისმგებლობის სრულად, ან ნაწილობრივ ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება, წარედგინა თუ არა განსახილველად საქართველოს მთავრობას შესაბამისი წინადადება აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე, ინფორმაცია არ არის ასახული 2025 წელს გამოქვეყნებულ სახელმწიფო საწარმოთა აგრეგირებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, რისკის საერთო რეიტინგით კორპორაცია 2022-2024 წლებში შეფასებული იყო, როგორც ─ საშუალო რისკიანი,“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სახელმწიფო საწარმოებში მოგების განაწილების პროცესი ჭიანურდება, ფისკალური რისკები კი ანგარიშგებაში სრულად არ აისახება - აუდიტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები